არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018102
  • Word
2167
03/12/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
000000000.00.003.018102
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2167

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:

ა) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 ოქტომბრის 1909 განკარგულების შესაბამისად , ქვეპროგრამა „ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებების“ (პროგრამული კოდი - 37 01 17) დასაფინანსებლად გამოყოფილი 21 000 000 (ოცდაერთი მილიონი) ლარიდან 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი მიმართოს „აგროდაზღვევის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 აგვისტოს 1462 განკარგულებით განსაზღვრული „აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებების“ (პროგრამული კოდი - 37 01 15) დასაფინანსებლად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი მიმართოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე , აგროდაზღვევის ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე , უზრუნველყოს ცვლილებების განხორციელება კვარტალურ განწერაში.

პრემიერ-მინისტრი                                . ღარიბაშვილი