დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ნატო-ს მხარდაჭერის ორგანიზაციას (NSPO) შორის სკრის საცავის ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებისა და EOD შესაძლებლობების განვითარების შესახებ“ 2014 წლის პირველ მარტს ხელმოწერილი საიმპლემენტაციო შეთანხმების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ გამგებლობის სფეროდ მიკუთვნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2156 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018091 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2156
2014 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოსა და ნატო-ს მხარდაჭერის ორგანიზაციას (NSPO) შორის სკრის საცავის ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებისა და EOD შესაძლებლობების განვითარების შესახებ “ 2014 წლის პირველ მარტს ხელმოწერილი საიმპლემენტაციო შეთანხმების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „ დელტას “ გამგებლობის სფეროდ მიკუთვნების შესახებ
„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ საქართველოსა და ნატო-ს მხარდაჭერის ორგანიზაციას (NSPO) შორის სკრის საცავის ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებისა და EOD შესაძლებლობების განვითარების შესახებ“ 2014 წლის პირველ მარტს ხელმოწერილი საიმპლემენტაციო შეთანხმების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „ დელტას“ გამგებლობის სფეროდ მიკუთვნების მიზნით:
1. განისაზღვროს „ საქართველოსა და ნატო-ს მხარდაჭერის ორგანიზაციას (NSPO) შორის სკრის საცავის ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებისა და EOD შესაძლებლობების განვითარების შესახებ“ 2014 წლის პირველ მარტს ხელმოწერილი საიმპლემენტაციო შეთანხმების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „ დელტას“ გამგებლობის სფეროდ.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „ დელტამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად მათ გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების განხორციელების მიზნით, გააფორმონ ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრავენ მხარეთა კონკრეტულ უფლებებსა და ვალდებულებებს.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები