დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16-35 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010270000.35.101.016039 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (09/12/2014 - 18/03/2022)
|
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულები - რაიონები დაიყოს ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად. |
2.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიული ერთეულების – უბნების თანდართული რუკა (დანართი 1). |
3.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიული ერთეულების – უბნების საზღვრების აღწერა (დანართი 2). |
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ ქ. თბილისის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1-5 გადაწყვეტილება. |
5.
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიული ერთეულების – უბნების რუკა
|
|
დანართი 2 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიული ერთეულების – უბნების საზღვრების აღწერა
|
მთაწმინდის რაიონის ტერიტორიული ერთეულები - უბნები
უბანი 1 – მთაწმინდა, სოლოლაკი საზღვარი იწყება რუსთაველის მეტროდან მიუყვება ჯავახიშვილის ქუჩის დასაწყისს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, გადადის საქანელას ქუჩაზე და აღწევს მდ. მტკვრის კალაპოტის ღერძულა მონაკვეთამდე, შემდეგ საზღვარი მიუყვება მდ. მტკვრის კალაპოტის ღერძულა ხაზს ბარათაშვილის ხიდის ღერძულა ხაზამდე, უხვევს ხელმარჯვნივ და ბარათაშვილის ხიდის ღერძის გაყოლებით გაუყვება დასავლეთით ბარათაშვილის ქუჩის ღერძს, აუყვება ხელმარცხნივ პუშკინის ქუჩის ღერძს და თავისუფლების მოედნის გავლით გაუყვება დადიანის ქუჩას, გადაჰკვეთს ლადო ასათიანის ქუჩას და გვირაბის გასწვრივ აუყვება სოლოლაკის ქედს, გადაკვეთს სოლოლაკის ქუჩას მარო მაყაშვილის აღმართიდან 460 მ-ზე, მოუხვევს დასავლეთით და გაჰყვება ბოტანიკური ბაღის საზღვარს მარო მაყაშვილის აღმართის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება სამხრეთით მარო მაყაშვილის აღმართის ღერძს წავკისის წყლის კალაპოტამდე, უხვევს ხელმარცხნივ და მიუყვება წავკისის წყლის ხევის მარჯვენა ფლატის ზედა ნიშნულს „თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე”*, შემდეგ ძველ საზღვარს 1400 მეტრზე ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება ოქროყანის განაპირა ხევით, უხვევს ხელმარჯვნივ 600 მეტრზე და ისევ 600 მეტრზე მიემართება ჩრდილოეთით ფერდის უმაღლეს ნიშნულამდე, აქედან აღმოსავლეთის მიმართულებით ფერდის უმაღლეს ნიშნულს მიუყვება მთაწმინდის ჩრდილო ფერდობის გასწვრივ არსებულ ხევამდე, გასდევს ხევის კალაპოტს კოტე მაყაშვილის ქუჩამდე, მაყაშვილის ქუჩიდან საზღვარი ვრცელდება ზანდუკელის ქუჩის გადაკვეთამდე, საიდანაც მიემართება აღმოსავლეთით ზანდუკელის ქუჩის გასწვრივ რუსთაველის მეტრომდე. უბანი 2 – ვერა საზღვარი იწყება რუსთაველის მეტროდან, მიუყვება ჯავახიშვილის ქუჩის დასაწყისს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, გადადის საქანელას ქუჩაზე და აღწევს მდ. მტკვრის კალაპოტის ღერძულა მონაკვეთამდე, შემდეგ საზღვარი აღმა მიუყვება მდ. მტკვრის კალაპოტის ღერძულა ხაზს თამარ მეფის ხიდის ღერძულა ხაზამდე. თამარ მეფის (ჩელუსკინელების ქ.) გამზირის ღერძის გასწვრივ გადაჰკვეთს ესტაკადის ღერძზე გმირთა მოედანს და აღმა გაჰყვება ვარაზისხევის ქუჩის ღერძს, ჰკვეთს ი.ჭავჭავაძის ქუჩას, შემდეგ კეკელიძის ქუჩის ღერძის გაყოლებით გადის ვარაზის ხევში და მიუყვება ხეობას სათავემდე, სადაც უხვევს ხელმარცხნივ, 800 მეტრის მანძილზე თიანეთის ქედის წყალგამყოფამდე, საიდანაც წყალგამყოფს მიუყვება მას ჩრდილო-აღმოსავლეთით მთაწმინდის ჩრდილო ფერდობის გასწვრივ არსებულ ხევამდე, გასდევს ხევის კალაპოტს კოტე მაყაშვილის ქუჩამდე, მაყაშვილის ქუჩიდან საზღვარი ვრცელდება ზანდუკელის ქუჩის გადაკვეთამდე, საიდანაც მიემართება აღმოსავლეთით ზანდუკელის ქუჩის გასწვრივ რუსთაველის მეტრომდე. უბანი 3 – კიკეთი, კოჯორი საზღვარი იწყება ე.წ. „იუნკერთა ხსოვნის მემორიალთან“ და მიუყვება ჩრდილო-აღმოსავლეთით თბილისი-კოჯრის მაგისტრალს, მოსახვევში გასცდება მას 300 მეტრით, მოიყოლებს რა ტყის მასივს საზღვარს შიგნით მოუხვევს ჩრდილო-დასავლეთით და ტყის მასივის საზღვარზე გამავალი წითელი ხაზების გაყოლებით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით დაუკავშირდება თრიალეთის ქედის წყალგამყოფს და გაუყვება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, გადაჰკვეთს თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზას კოჯრის გადასახვევამდე 170 მეტრის დაშორებით და თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზის პარალელურად, საშუალოდ 150 მ-ის დაშორებით, მიუყვება წითელ ხაზებს ტყის მასივის გასწვრივ 800 მ-ს მანძილზე სატყეო გზამდე, უხვევს მარცხნივ და სატყეო გზით გადის კვლავ თბილისი-მანგლისის მაგისტრალზე, იქვე უხვევს დასავლეთისკენ, ხელმარცხნივ მოიტოვებს ბეთანიის სააგარაკო დასახლებას და გაუყვება განაშენიანების საკადასტრო საზღვრისა და ტყის გამყოფ სააგარაკე გზას, რომლის ბოლოდანაც აუყვება ქედს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით და კვლავ შეუერთდება თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზას ბეთანიის სათხილამურო ტრასის მიმდებარედ და აქედან დასავლეთით სოფ. „ახალი პანტიანის” აღმოსავლეთიდან 1კმ-ის მანძილზე უერთდება საწყის წერტილს. უბანი 4 – წავკისი, შინდისი, ტაბახმელა საზღვარი იწყება ე.წ. „იუნკერთა ხსოვნის მემორიალთან“ და მიუყვება ჩრდილო-აღმოსავლეთით თბილისი-კოჯრის მაგისტრალს, მოსახვევში გასცდება მას 300 მეტრით, მოიყოლებს რა ტყის მასივს საზღვარს შიგნით მოუხვევს ჩრდილო-დასავლეთით და ტყის მასივის საზღვარზე გამავალი წითელი ხაზების გაყოლებით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით დაუკავშირდება თრიალეთის ქედის წყალგამყოფს და გაჰყვება მას თბილისისაკენ ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით „თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე“, სადაც მოუხვევს ხელმარჯვნივ და მიუყვება ძველ საზღვარს წავკისის წყლის ხევამდე, კვეთს მას, უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 1,5 კმ.-ზე თაბორის ქედის გადაკვეთამდე და 2.0 კმ მანძილზე (საზღვარი მთლიანად ემთხვევა „თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს”) მიემართება „თელეთის” ქედზე გამავალ „თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის” გადაკვეთამდე, აქედან საზღვარი უხვევს დასავლეთით და მიუყვება თელეთის ქედს 0.5 კმ-ის მანძილზე და უხვევს სამხრეთით სოფ. „ზემო თელეთამდე“, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთით 1-კმ-ზე სოფ. „მუხრან-თელეთამდე“, შემდეგ მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 2.0 კმ. მანძილზე სოფ. „წალასყურამდე“, და მარნეული-თბილისის საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთამდე 0,5 კმ-ს დაშორებით უხვევს სამხრეთ-დასავლეთით და აღნიშნულ გზას პარალელურად მიუყვება 1,5 კმ-ზე, შემდეგ უხვევს ჩრდილო-დასავლეთით და მიუყვება სოფ. კუმისის საკრებულოს საზღვარს და მიდის „ჭაჭიკაანთ ხევამდე”, აუყვება „ჭიჭიკაანთ ხევს“ 2.5 კმ. მანძილზე, მოუხვევს ჩრდილოეთის მიმართულებით 0,7 კმ მანძილზე, მოიქცევს ტყის მასივის პირზე გამავალ სააგარაკე ნაკვეთებს საზღვრის შიგნით და მათი წითელი ხაზების გასწვრივ და აღმოსავლეთის მიმართულებით შეუერთდება საწყის წერტილს.
ვაკის რაიონის ტერიტორიული ერთეულები – უბნები უბანი 5 – ვაკე, ბაგები საზღვარი იწყება გმირთა მოედნიდან და აღმა გაჰყვება ვარაზისხევის ქუჩის ღერძს, ჰკვეთს ი.ჭავჭავაძის ქუჩას, შემდეგ კეკელიძის ქუჩის ღერძის გაყოლებით გადის ვარაზის ხევში და მიუყვება ხეობას სათავემდე, სადაც უხვევს ხელმარჯვნივ და მიემართება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, ჰკვეთს მდ. უკანა(უხვი) ხევის ხეობას, ხელმარცხნივ იტოვებს კაკლების სააგარაკე დასახლებას და ბაგებიდან კაკლების დასახლებაში გამავალი შიდა საუბნო გზით უკავშირდება თბილისი-წყნეთის მაგისტრალს, დაუყვება ამ მაგისტრალს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით უკიდურეს მოსახვევამდე და პირდაპირი ხაზით უკავშირდება „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარს“, ხელმარჯვნივ გაუყვება საზღვარს მდ. ვერეს ჩრდილოეთი წყალგამყოფი ქედის თხემამდე, საიდანაც ფერდობის გასწვრივ საზღვარი უერთდება თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელ გზას უნივერსიტეტის ქუჩამდე, შემდეგ მიუყვება უნივერსიტეტის ქუჩას თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, საიდანაც საზღვარი გასდევს თამარაშვილის ქუჩას სამხრეთის მიმართულებით 450 მეტრ მანძილზე. შემდეგ საზღვარი უხვევს აღმოსავლეთით და გაუყვება მდ. ვერეს წყალგამყოფ თხემს 1300 მეტრ მანძილზე, საიდანაც საზღვარი გადადის მდ. ვერეს კალაპოტში და გრძელდება გმირთა მოედნამდე. უბანი 6 – ვაჟა-ფშაველას კვარტალები საზღვარი იწყება უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან, გრძელდება ჩრდილოეთით თამარაშვილის ქუჩისა და გაბაშვილის ქუჩების გასწვრივ ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკვეთამდე, საიდანაც უხვევს აღმოსავლეთით ვაჟა-ფშაველას გასწვრივ ვაჟა-ფშაველას 1-ლი ჩიხის გადაკვეთამდე, საიდანაც გრძელდება ჩრდილოეთით ვაჟა-ფშაველას ჩიხის გასწვრივ ზაქარიაძის ქუჩის გადაკვეთამდე, საიდანაც უხვევს დასაველეთით ზაქარიაძის ქუჩის გასწვრივ ფერდინანდ თავაძის ქუჩის გადაკვეთამდე, საიდანაც მიემართება ჩრდილოეთით ფერდინანდ თავაძის ქუჩის გასწვრივ ნუცუბიძის ქუჩის გადაკვეთამდე, საიდანაც საზღვარი მიემართება დასავლეთით ნუცუბიძის ქუჩის გასწვრივ სანდრო ეულის გადაკვეთიდან დასავლეთით 85 მეტრამდე. საიდანაც საზღვარი გრძელდება ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ოროგრაფიულად ამაღლებული ნაწილის სამხრეთი ფერდობის გასწვრივ არსებულ ხევამდე, საიდანაც საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით მიუყვება ხევს ვაკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე, რომელიც გასდევს ადმინისტრაციულ საზღვარს მდ. ვერეს ჩრდილოეთი წყალგამყოფი ქედის თხემამდე, საიდანაც ფერდობის გასწვრივ საზღვარი უერთდება თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელ გზას უნივერსიტეტის ქუჩამდე, შემდეგ მიუყვება უნივერსიტეტის ქუჩას თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე. უბანი 7 – ნუცუბიძის მიკრორაიონები საზღვარი იწყება ბუდაპეშტის ქუჩის და ნუცუბიძის ქუჩის გადაკვეთიდან. გრძელდება დასავლეთის მიმართულებით ნუცუბიძის ქუჩის გასწვრივ სანდრო ეულის გადაკვეთიდან დასავლეთით 85 მეტრამდე, საიდანაც საზღვარი გრძელდება ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ოროგრაფიულად ამაღლებული ნაწილის სამხრეთი ფერდობის გასწვრივ არსებულ ხევამდე, საიდანაც საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით მიუყვება ხევს ვაკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე, საიდანაც მიემართება ჩრდილოეთით ვაკის ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებით თბილისი-ქვემო ლისის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთამდე, საიდანაც ვრცელდება სამხრეთ-აღმოსავლეთით თბილისი-ქვემო ლისის დამაკავშირებელი გზის გასწვრივ დასახლება ზემო ვეძისამდე, შემდეგ უხვევს სამხრეთ-დასავლეთით და სწორხაზოვნად გრძელდება 200 მეტრ მანძილზე, საიდანაც ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთით მიემართება არსებული ხევის გაყოლებით, შემდეგ ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრავს ჩიქოვანის ქუჩის მისამართებს და უერთდება ბუდაპეშტის ქუჩას, საიდანაც სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ვრცელდება ბუდაპეშტის და ნუცუბიძის ქუჩების გადაკვეთამდე. უბანი 8 – წყნეთი საზღვარი იწყება ვარაზის ხევის სათავესთან და მიემართება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, ჰკვეთს მდ. უკანა(უხვი) ხევის ხეობას, ხელმარცხნივ იტოვებს კაკლების სააგარაკე დასახლებას და ბაგებიდან კაკლების დასახლებაში გამავალი შიდა საუბნო გზით უკავშირდება თბილისი-წყნეთის მაგისტრალს, დაუყვება ამ მაგისტრალს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით უკიდურეს მოსახვევამდე და პირდაპირი ხაზით უკავშირდება “თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარს“, უხვევს ხელმარცხნივ და მიუყვება მდ. „ვერეს“ ხეობის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 10 კმ-ზე, მოიყოლებს „ბეთანიის” მონასტერს და სოფ. „კვესეთთან” სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ზიგზაგისებურად ამოუყვება ხეობას 3 კმ-ზე თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზამდე და 1.0. კმ-ს მანძილზე სოფ. „ახალი პანტიანის” აღმოსავლეთით ჰკვეთს მას, უხვევს ხელმარცხნივ და მიჰყვება თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზას ბეთანიის სათხილამურო ტრასამდე, სადაც ჩაუყვება ქედს ჩრდილოეთით ბეთანიის სააგარაკო დასახლების საკადასტრო საზღვრებამდე, ხელმარცხნივ მოიტოვებს მას განაშენიანებისა და ტყის გამყოფ სააგარაკე გზამდე, გაჰყვება მას დასავლეთის მიმართულებით თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზამდე, იქვე უხვევს ჩრდილოეთის მიმართულებით სატყეო გზის გასწვრივ 130 მეტრ მანძილზე და მიუყვება წითელ ხაზებს ტყის მასივის გასწვრივ და საავტომობილო გზის პარალელურად კვლავ თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზის გადაკვეთამდე, ჰკვეთს მას კოჯრის გადასახვევიდან 170 მეტრის დაშორებით და მიუყვება წყალგამყოფს, შემდგომ ხელმარცხნივ შემოუვლის „წავკისის ტბის” ტერიტორიას ასევე მცირე წყალგამყოფზე და კვლავ დაუბრუნდება ძირითად წყალგამყოფს, მიჰყვება მას ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით და ვარაზის ხევის სათავესთან დაეშვება საწყის წერტილთან.
საბურთალოს რაიონის ტერიტორიული ერთეულები – უბნები უბანი 9 – დიღომი, ვაშლიჯვარი საზღვარი იწყება საბურთალოს ადმინისტრაციული საზღვრის და თბილისი-ქვემო ლისის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთიდან, გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთით თბილისი-ქვემო ლისის დამაკავშირებელი გზის გასწვრივ ონკოლოგიური საავადმყოფოს გადასახვევამდე, საიდანაც საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით სწორხაზოვნად მდ. მტკვრის კალაპოტამდე. შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით დიდუბის და გლდანის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, შემდეგ საბურთალო-მცხეთის გამყოფი საზღვრის გაყოლებით თბილისი-ქვემო ლისის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთამდე. უბანი 10 – ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალოს ქ. საზღვარი იწყება თბილისი-ქვემო ლისის დამაკავშირებელი გზიდან - ონკოლოგიური საავადმყოფოს გადასახვევიდან, მიემართება სწორხაზოვნად აღმოსავლეთით მდ. მტკვრის კალაპოტამდე, საიდანაც საზღვარი გაუყვება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით დიდუბის ადმინისტრაციულ საზღვარს ვახუშტის ხიდამდე, საიდანაც საზღვარი გასდევს ფიზკულტურის ქუჩას სააკაძის მოედნის გავლით შარტავას ქუჩამდე, შემდეგ მიუყვება შარტავას ქუჩას ჟვანიას (გაგარინის) მოედნამდე, შემდეგ უხვევს სამხრეთით მიუყვება გამსახურდიას (პეკინის) ქუჩას ცინცაძის ქუჩის გადაკვეთამდე, შემდეგ გაუყვება დასავლეთის მიმართულებით ცინცაძის ქუჩას, შემოუვლის იპოდრომს და უერთდება თამარაშვილის ქუჩას, საიდანაც გრძელდება ჩრდილოეთით თამარაშვილის ქუჩისა და გაბაშვილის ქუჩების გასწვრივ ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკვეთამდე, საიდანაც უხვევს აღმოსავლეთით ვაჟა-ფშაველას გასწვრივ ვაჟა-ფშაველას 1-ლი ჩიხის გადაკვეთამდე, საიდანაც გრძელდება ჩრდილოეთით ვაჟა-ფშაველას 1-ლი ჩიხის გასწვრივ ზაქარიაძის ქუჩის გადაკვეთამდე, საიდანაც უხვევს დასავლეთით ზაქარიაძის ქუჩის გასწვრივ ფერდინანდ თავაძის ქუჩის გადაკვეთამდე, საიდანაც მიემართება ჩრდილოეთით ფერდინანდ თავაძის ქუჩის გასწვრივ ნუცუბიძის ქუჩის გადაკვეთამდე, შემდეგ უხვევს აღმოსავლეთით და ვრცელდება ბუდაპეშტისა და ნუცუბიძის ქუჩების გადაკვეთამდე, შემდეგ მიემართება ჩრდილო-დასავლეთით ბუდაპეშტის ქუჩის გასწვრივ, საიდანაც ჩრდილოეთით შემოსაზღვრავს ჩიქოვანის ქუჩის მისამართებს და გადადის არსებულ ხევში, რომელსაც გასდევს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით და უერთდება ზემო ვეძისის დასახლებიდან მომავალ გზას, საიდანაც უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთით თბილისი-ქვემო ლისის დამაკავშირებელ გზამდე, საიდანაც საზღვარი გასდევს თბილისი-ქვემო ლისის დამაკავშირებელ გზას ონკოლოგიური საავადმყოფოს გადასახვევამდე. უბანი 11 – კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი საზღვარი იწყება უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან, საიდანაც საზღვარი გასდევს თამარაშვილის ქუჩას სამხრეთის მიმართულებით 450 მეტრ მანძილზე. შემდეგ საზღვარი უხვევს აღმოსავლეთით და გაუყვება მდ. ვერეს წყალგამყოფ თხემს 1300 მეტრ მანძილზე, საიდანაც საზღვარი გადადის მდ. ვერეს კალაპოტში და გრძელდება გმირთა მოედნის გავლით თამარ მეფის ხიდამდე, უხვევს მარცხნივ და მდ. მტკვრის ღერძულა ხაზის გაყოლებით მიდის ვახუშტის ხიდამდე, საიდანაც საზღვარი გასდევს ფიზკულტურის ქუჩას სააკაძის მოედნის გავლით შარტავას ქუჩამდე, შემდეგ მიუყვება შარტავას ქუჩას ჟვანიას (გაგარინის) მოედნამდე, შემდეგ უხვევს სამხრეთით მიუყვება გამსახურდიას (პეკინის) ქუჩას ცინცაძის ქუჩის გადაკვეთამდე, შემდეგ გაუყვება დასავლეთის მიმართულებით ცინცაძის ქუჩას, შემოუვლის იპოდრომს და უერთდება თამარაშვილის ქუჩას, საიდანაც სამხრეთის მიმართულებით ვრცელდება უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე.
კრწანისის რაიონის ტერიტორიული ერთეულები – უბნები უბანი 12 – კალა, ორთაჭალა საწყისი წერტილი მდებარეობს „თბილისის ძველი ადმინისტრაციული საზღვრის” და „თელეთის ქედზე” გამავალ „თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის” გადაკვეთაზე, საიდანაც საზღვარი ზიგზაგისებურად მიემართება სამხრეთ-დასავლეთის ძირითადი მიმართლებით 5 კმ-ზე, მოიტოვებს ჩრდილოეთით „თელეთის” ქედს და გადაკვეთს ტაბახმელა-წალასყურის გზას ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. შემდეგ აუყვება თხემს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით „თელეთის” ქედამდე 971,1 მ-იან ნიშნულამდე, სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე 4 კმ-ზე. აქედან აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება „თელეთის” ქედს 7 კმ-ზე. სოფ. „ქვემო თელეთამდე”და უხვევს ხელმარცხნივ გორგასლის ქ. №115 საკადასტრო ერთეულის აღმოსავლეთ საზღვარზე გამავალი წარმოსახვითი ხაზის გასწვრივ უხვევს ჩრდილოეთის მიმართულებით მდინარე მტკვრის კალაპოტის შუა ხაზის გადაკვეთამდე, უხვევს დასავლეთით და მიუყვება მდ. მტკვრის კალაპოტის შუა ხაზს ბარათაშვილის ხიდის შუა ღერძის გადაკვეთამდე, გაუყვება დასავლეთით ბარათაშვილის ქუჩის ღერძს, აუყვება ხელმარცხნივ პუშკინის ქუჩის ღერძს და თავისუფლების მოედნის გავლით გაუყვება დადიანის ქუჩას, გადაკვეთს ლადო ასათიანის ქუჩას და გვირაბის გასწვრივ აუყვება სოლოლაკის ქედს, გადაკვეთს სოლოლაკის ქუჩას მარო მაყაშვილის აღმართიდან 460 მ-ზე, მოუხვევს დასავლეთით და გაყვება ბოტანიკური ბაღის საზღვარს მარო მაყაშვილის აღმართის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება სამხრეთით მარო მაყაშვილის აღმართის ღერძს წავკისის წყლის კალაპოტამდე, უხვევს ხელმარცხნივ და მიუყვება წავკისის წყლის კალაპოტს „თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე”* უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 1,5 კმ.-ზე თაბორის ქედის გადაკვეთამდე და 2.0 კმ მანძილზე (საზღვარი მთლიანად ემთხვევა “თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს”) მიემართება „თელეთის” ქედზე გამავალ “თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის” გადაკვეთაზე მდებარე საწყის წერტილამდე. უბანი 13 – ფონიჭალა საწყისი წერტილი მდებარეობს გორგასლის ქ. №115 საკადასტრო ერთეულის აღმოსავლეთ საზღვარზე, საიდანაც წარმოსახვითი ხაზი ჩრდილოეთის მიმართულებით მიემართება „თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის” გადაკვეთამდე, უხვევს ხელმარცხნივ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოუყვება საავტომობილო გზას 2 კმ-ზე თბილისი-მარნეულის საავტომობილო მაგისტრალამდე. ეს საზღვარი ემთხვევა ქ. „თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს”, შემდეგ საზღვარი აკეთებს რკალს “სოღანლუღის” დასახლების სამხრეთით და მიდის სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე 2 კმ მაძილზე (460,7 მ.). ამის შემდეგ ჩამოუყვება სამხრეთის მიმართულებით 2 კმ-ზე, გადაკვეთს თბილისი-მარნეულის სარკინიგზო მაგისტრალს და უხვევს აღმოსავლეთით 2 კმ-ზე სოფ. „ფონიჭალის” სამხრეთით. აქედან ჩრდილოეთის მიმართულებით მიემართება „ფონიჭალას” განაშენიანების გასწვრივ 1.0 კმ-ზე. შემდეგ უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მდ. მტკვრის კალაპოტის შუა ღერძამდე, საიდანაც აღმა აუყვება მდ. მტკვრის შუა ხაზს საწყის წერტილამდე.
ისნის რაიონის ტერიტორიული ერთეულები – უბნები უბანი 14 – ზემო ავლაბარი, მეტრომშენი საზღვარი იწყება ბარათაშვილის ხიდის შუა ღერძისა და მდ. მტკვარის კალაპოტის შუა ღერძის გადაკვეთაზე და დინების მიმართულებით მიუყვება მდ. მტკვარის კალაპოტის ღერძულა ხაზს-სამხრეთ-აღმოსავლეთით წერნაკის ქუჩამდე, შემდეგ გასდევს წერნაკის ქუჩას ნავთლუღის ქუჩის გადაკვეთამდე, საიდანაც მიუყვება ნავთლუღის ქუჩას ქეთევან წამებულის გამზირის გადაკვეთამდე, შემდეგ ქეთევან წამებულის გამზირს 100 მეტრ მანძილზე აღმოსავლეთით, საიდანაც გასდევს ქეთევან წამებულისა და კახეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ გზას. შემდეგ აღმოსავლეთით გასდევს კახეთის გზატკეცილს სერგი ჯიქიას ქუჩამდე, უხვევს ჩრდილოეთით და გაუყვება სერგი ჯიქიას ქუჩას ხარაბაძის ქუჩის გადაკვეთამდე, შემდეგ ვრცელდება დასავლეთით ხარაბაძის ქუჩის გასწვრივ კოპცოვის ქუჩის გადაკვეთამდე. გასდევს კოპცოვის ქუჩას ბოლომდე და შემდეგ გაუყვება ოროგრაფიულად ამაღლებული ნაწილის ფერდობს მე-13 ქუჩამდე. შემდეგ გასდევს მე-13 ქუჩას უშაკოვის ქუჩამდე, საიდანაც ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით გაუყვება არსებულ ხევს და მის გაყოლებაზე უერთდება მახათას მთის წყალგამყოფ ქედს, წყალგამყოფი ქედის გასწვრივ გასდევს „არსენალისა” და „ელიას“ დასახლების გამყოფ ახვლედიანის (კიბალჩიჩის) ხევს, გადაკვეთს რკინიგზის ხაზს, სამრეკლოს და აბდუშელიშვილის ქუჩით ხელმარცხნივ, რაიონის გარეთ ჩაუვლის სამების საკათედრო ტაძარსა და პრეზიდენტის სასახლეს და მიადგება ბარათაშვილის ქუჩის ფლატეს, ხელმარჯვნივ გაუყვება მას და ბარათაშვილის ხიდის ღერძისა და მდინარე მტკვრის კალაპოტის ღერძის გადაკვეთაზე უერთდება საწყის წერტილს. უბანი 15 – ნავთლუღი საზღვარი იწყება მდ. მტკვრის კალაპოტის მიმდებარედ წერნაკის ქუჩის დასაწყისში, მიუყვება წერნაკის ქუჩას ნავთლუღის ქუჩის გადაკვეთამდე, საიდანაც მიუყვება ნავთლუღის ქუჩას ქეთევან წამებულის გამზირის გადაკვეთამდე. შემდეგ ქეთევან წამებულის გამზირს 100 მეტრ მანძილზე აღმოსავლეთით, საიდანაც გასდევს ქეთევან წამებულისა და კახეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ გზას. შემდეგ აღმოსავლეთით გასდევს კახეთის გზატკეცილს ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთამდე, შემდეგ გასდევს სამხრეთით ჯავახეთის ქუჩას მოსკოვის გამზირამდე. შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით მიუყვება მოსკოვის გამზირს 800 მეტრ მანძილზე, საიდანაც საზღვარი მიუყვება რკინიგზის ხაზს სამხრეთ-აღმოსავლეთით 360 მეტრ მანძილზე და სამხრეთით სწორხაზოვნად უერთდება ბოგდან ხმელნიცკის ქუჩას ჯერ დასავლეთის, შემდეგ სამხრეთის მიმართულებით 430 მეტრ მანძილზე, გადადის მტკვრის მიმართულებით არსებულ ხევში და ვრცელდება მდ. მტკვრამდე, საიდანაც საზღვარი გასდევს მდ. მტკვრის კალაპოტის ღერძულა ხაზს მტკვრის კალაპოტის მიმდებარედ წერნაკის ქუჩის დასაწყისამდე. უბანი 16 – ვაზისუბანი, მე-8 ლეგიონი საზღვარი იწყება კახეთის გზატკეცილის და სერგი ჯიქიას ქუჩების გადაკვეთიდან, გრძელდება ჩრდილოეთით და გაუყვება სერგი ჯიქიას ქუჩას ხარაბაძის ქუჩის გადაკვეთამდე, შემდეგ ვრცელდება დასავლეთით ხარაბაძის ქუჩის გასწვრივ კოპცოვის ქუჩის გადაკვეთამდე. გასდევს კოპცოვის ქუჩას ბოლომდე და შემდეგ გაუყვება ოროგრაფიულად ამაღლებული ნაწილის ფერდობის მე-13 ქუჩამდე. შემდეგ გასდევს მე-13 ქუჩას უშაკოვის ქუჩამდე, საიდანაც ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით გაუყვება არსებულ ხევს და ვრცელდება ჩუღურეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე, საიდანაც საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით და გაუყვება ჩუღურეთის ადმინისტრაციულ საზღვარს 1900 მეტრ მანძილზე, შემდეგ უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით და უერთდება არსებულ ხევს, რომელიც ვრცელდება შანდორ პეტეფის ქუჩის დასაწყისამდე, საიდანაც საზღვარი აღმოსავლეთის მიმართულებით გასდევს კალოუბნის ქუჩას ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთამდე. სამხრეთით გაუყვება ჯავახეთის ქუჩას კახეთის გზატკეცილამდე, საიდანაც კახეთის გზატკეცილის გასწვრივ ვრცელდება სერგი ჯიქიას ქუჩის გადაკვეთამდე.
სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულები – უბნები უბანი 17 – ვარკეთილი საზღვარი იწყება საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩისა და გახოკიძის ქუჩის გადაკვეთიდან, მიემართება დასავლეთით საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის გასწვრივ ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთამდე, საიდანაც საზღვარი მიუყვება ჩრდილო-დასავლეით და დასავლეთით ოროგრაფიულად არსებულ ფერდობს და ეშვება არსებულ ხევში, რომელსაც ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიუყვება ჩუღურეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე. საიდანაც საზღვარი მიუყვება ჩრდილო-დასავლეთით ჩუღურეთის ადმინისტრაციულ საზღვარს. შემდეგ მიუყვება ნაძალადევის ადმინისტრაციულ საზღვარს კვეთს თბილისის ზღვის შემოვლით გზას წყალსაცავის ვიწრო ყელზე გამავალი წარმოსახვითი ხაზი გასწვრივ ჩადის სანაპირომდე, უხვევს ხელმარჯვნივ და გასდევს დამაკავშირებელ გზას ჯავახეთის ქუჩის დაბოლოებამდე. შემდეგ გადადის სამხრეთით 280 მეტრ მანძილზე თაყაიშვილისა და ჯავახეთის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე, საიდანაც უხვევს აღმოსავლეთით, გაუყვება არსებულ გზას გახოკიძის ქუჩამდე, საიდანაც სამხრეთის მიმართულებით გაუყვება გახოკიძის ქუჩას საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის გადაკვეთამდე. უბანი 18 – მესამე მასივი საზღვარი იწყება კახეთის გზატკეცილისა და თვალჭრელიძის ქუჩების გადაკვეთიდან, მიემართება ჩრდილოეთით თვალჭრელიძის ქუჩის ბოლომდე. უხვევს ჩრდილო-დასავლეთით და გაუყვება ქვემო სამგორის არხის გასწვრივ არსებულ გზას ჯავახეთის ქუჩის ბოლომდე, შემდეგ გადადის სამხრეთით 280 მეტრ მანძილზე თაყაიშვილისა და ჯავახეთის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე, საიდანაც უხვევს აღმოსავლეთით, გაუყვება არსებულ გზას გახოკიძის ქუჩამდე, გაუყვება გახოკიძის ქუჩას სამხრეთის მიმართულებით საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის გადაკვეთამდე და დასავლეთით მიუყვება საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩას ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთამდე, შემდეგ მიუყვება ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით ოროგრაფიულად არსებულ ფერდობს და ეშვება ხევში, საიდანაც სამხრეთ-აღმოსავლეთით ვრცელდება შანდორ პეტეფის ქუჩის დასაწყისამდე. შემდეგ საზღვარი აღმოსავლეთის მიმართულებით გასდევს კალოუბნის ქუჩას ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთამდე. სამხრეთით გაუყვება ჯავახეთის ქუჩას კახეთის გზატკეცილამდე, საიდანაც აღმოსავლეთით კახეთის გზატკეცილის გასწვრივ ვრცელდება თვალჭრელიძის ქუჩების გადაკვეთამდე. უბანი 19 – ორხევი, აეროპორტი საზღვარი იწყება კახეთის გზატკეცილისა და თვალჭრელიძის ქუჩების გადაკვეთიდან, მიემართება ჩრდილოეთის მიმართულებით თვალჭრელიძის ქუჩის ბოლომდე. უხვევს ჩრდილო-დასავლეთით და გაუყვება ქვემო სამგორის არხის გასწვრივ არსებულ გზას ჯავახეთის ქუჩის დაბოლოებამდე, საიდანაც საზღვარი გასდევს და უერთდება „თბილისის ზღვის” გარშემოსავლელ გზას, სადაც წყალსაცავის ვიწრო ყელზე გამავალი წარმოსახვითი ხაზი კვეთს წყალსაცავს, კვლავ შემოსავლელ გზას და აქედან საზღვარი სწორი ხაზით ჩაუყვება ფერდს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით სადაც წყალსაცავის ვიწრო ყელზე გამავალი წარმოსახვითი ხაზი უერთდება „თბილისის ზღვის” გარშემოსავლელ გზას და 0.5 კმ-ზე მიუყვება აღმოსავლეთის მიმართულებით გზის ღერძს და შემდეგ მოუხვევს ჩრდილოეთ მიმართულებით 0,5 კმ-ს მანძილზე, ისევ უხვევს აღმოსავლეთიკენ 1 კმ-ს მანძილზე და უერთდება „პატარა ლილოსკენ“ მიმავალ გზას შემოსავლელი რკინიგზის გადაკვეთამდე, შემდეგ მიუყვება რკინიგზას ჩრდილო-დასავლეთის და ჩრდილოეთის მიმართულებით, გადადის „კვირიკობის ხევზე” უხვევს ხელმარჯვნივ და გასდევს „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარს“ დიდი ლილო – წითელუბნის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთამდე. შემდეგ საზღვარი უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და გაუყვება დიდი ლილო – წითელუბნის დამაკავშირებელ გზას დიდ ლილომდე, საიდანაც საზღვარი გადადის მჭამელა ხევში, რომელსაც მიუყვება სამხრეთით მდ. წინწყალამდე, შემდეგ გასდევს მდ. წინწყალას 2400 მეტრის მანძილზე, შემდეგ გადადის დიდი ლილოს დამაკავშირებელ გზაზე და ვრცელდება კახეთის გზატკეცილამდე, საიდანაც საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით კახეთის გზატკეცილის გასწვრივ 400 მეტრ მანძილზე და უხვევს სამხრეთით და გაუყვება იუმაშევის ქუჩას რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე, საიდანაც საზღვარი გრძელდება სამხრეთის მიმართულებით რუსთაველის ქუჩის გასწვრივ ბოლომდე და გადადის მდ. ლილისხევში ისანი-სამგორის ადმინისტრაციულ რაიონამდე, საიდანაც საზღვარი გაუყვება სამხრეთით მდ. ლოჭინას 2700 მეტრ მანძილზე. შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით და გაუყვება არსებულ გზათა ქსელს ქიზიყის ქუჩამდე, საიდანაც დასავლეთის მიმართულებით საზღვარი გასდევს ქიზიყის ქუჩას 200 მეტრ მანძილზე და მიემართება ჩრდილოეთით კახეთის გზატკეცილთან დამაკავშირებელი გზით, საიდანაც საზღვარი დასავლეთით ვრცელდება თვალჭრელიძის ქუჩის საწყის წერტილამდე. უბანი 20 – ლილო საზღვარი იწყება სამგორის ადმინისტრაციული საზღვრისა და დიდი ლილო-წითელუბნის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთიდან. შემდეგ საზღვარი გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და გაუყვება დიდი ლილო-წითელუბნის დამაკავშირებელ გზას დიდ ლილომდე, საიდანაც საზღვარი გადადის მჭამელა ხევში, რომელსაც მიუყვება სამხრეთით მდ. წინწყალამდე, შემდეგ გასდევს მდ. წინწყალას 2400 მეტრის მანძილზე, შემდეგ გადადის დიდი ლილოს დამაკავშირებელ გზაზე და ვრცელდება კახეთის გზატკეცილამდე. საიდანაც საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით კახეთის გზატკეცილის გასწვრივ 400 მეტრ მანძილზე და უხვევს სამხრეთით და გაუყვება იუმაშევის ქუჩას რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე, საიდანაც საზღვარი გრძელდება სამხრეთის მიმართულებით რუსთაველის ქუჩის გასწვრივ ბოლომდე და გადადის მდ. ლილოსხევში სამგორის ადმინისტრაციული რაიონის საზღვრამდე, საიდანაც ჩრდილოეთის მიმართულებით საზღვარი გასდევს სამგორის ადმინისტრაციულ საზღვარს დიდი ლილო-წითელუბნის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთამდე. უბანი 21 – ქვემო სამგორი საზღვარი იწყება კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთიდან, შემდეგ გასდევს სამხრეთით ჯავახეთის ქუჩას მოსკოვის გამზირამდე. შემდეგ სამხრეთ–აღმოსავლეთით მიუყვება მოსკოვის გამზირს 800 მეტრ მანძილზე, საიდანაც საზღვარი მიუყვება რკინიგზის ხაზს სამხრეთ–აღმოსავლეთით 360 მეტრ მანძილზე და სამხრეთით სწორხაზოვნად უერთდება ბოგდან ხმელნიცკის ქუჩას ჯერ დასავლეთის შემდეგ სამხრეთის მიმართულებით 430 მეტრ მანძილზე, გადადის მტკვრის მიმართულებით არსებულ ხევში და ვრცელდება მდ. მტკვრამდე, საიდანაც საზღვარი გასდევს მდ. მტკვრის კალაპოტის ღერძულა ხაზს სამგორის ადმინისტრაციულ საზღვრამდე, საიდანაც საზღვარი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ აუყვება მდ. ლოჭინას 3400 მეტრ მანძილზე, შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით და გაუყვება არსებულ გზათა ქსელს ქიზიყის ქუჩამდე, საიდანაც დასავლეთის მიმართულებით საზღვარი გასდევს ქიზიყის ქუჩას 200 მეტრ მანძილზე და მიემართება ჩრდილოეთით კახეთის გზატკეცილთან დამაკავშირებელი გზით, საიდანაც საზღვარი დასავლეთით ვრცელდება ჯავახეთის ქუჩამდე.
ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიული ერთეულები – უბნები უბანი 22 – ზემო ჩუღურეთი საზღვრის საწყისია თამარ მეფის ღერძულა ხაზისა და ვაგზლის მოედნის შეხების წერტილი, საიდანაც საზღვარი შემოუვლის ვაგზლის მოედანს გადასასვლელი ხიდის მიმართულებით, შემდეგ მიუყვება გადასასვლელი ხიდის ღერძულა ხაზს, გადასასვლელი ხიდის გასწვრივ კვეთს ცოტნე დადიანის ქუჩას, მიუყვება ხუდადოვის ქუჩის ღერძს სამგორის რაიონის საზღვრის გადაკვეთამდე, უხვევს მარცხნივ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება მახათას მთის ზედა პლატოს წყალგამყოფ კონტურს, გრძელდება მახათას მთის წყალგამყოფი ქედის გასწვრივ და უერთდება და გასდევს „არსენალისა” და „ელიას” დასახლების გამყოფ ახვლედიანის (კიბალჩიჩის) ხევს რკინიგზის ხაზის ღერძულა ხაზის გადაკვეთამდე, უხვევს ხელმარჯვნივ და რკინიგზის ღერძულა ხაზის გაყოლებით მიადგება გიორგი ჩიტაიას ქუჩისა და რკინიგზის ღერძულა ხაზის გადაკვეთის წერტილს, საიდანაც მიუყვება გიორგი ჩიტაიას ქუჩას ფიროსმანის ქუჩის მიმართულებით, უხვევს ხელმარჯვნივ, მიუყვება ფიროსმანის ქუჩას ფოცხვერაშვილის ქუჩამდე, უხვევს ხელმარცხნივ მიუყვება ფოცხვერაშვილის ქუჩას გოგოლის ქუჩამდე, უხვევს გოგოლის ქუჩაზე და გოგოლის ქუჩით უერთდება თამარ მეფის გამზირთან საწყის წერტილს. უბანი 23 – ქვემო ჩუღურეთი საზღვარი იწყება გიორგი ჩიტაიას და რკინიგზის ღერძულა ხაზის გადაკვეთიდან, მიუყვება გიორგი ჩიტაიას ქუჩას ფიროსმანის ქუჩის მიმართულებით, უხვევს ხელმარჯვნივ, მიუყვება ფიროსმანის ქუჩას ფოცხვერაშვილის ქუჩამდე, უხვევს ხელმარცხნივ, მიუყვება ფოცხვერაშვილის ქუჩას გოგოლის ქუჩამდე, უხვევს გოგოლის ქუჩაზე და გოგოლის ქუჩით უერთდება თამარ მეფის გამზირს, უხვევს ხელმარცხნივ და თამარ მეფის გამზირის ღერძულა ხაზის გასწვრივ მიუყვება თამარ მეფის გამზირს მდ. მტკვრის კალაპოტამდე, შემდეგ საზღვარი მიუყვება მდ. მტკვრის კალაპოტის ღერძულა ხაზს სამხრეთ-აღმოსავლეთით ბარათაშვილის ხიდის ღერძულა ხაზის გადაკვეთამდე, მიუყვება ბარათაშვილის ხიდის ღერძულა ხაზს, უხვევს ხელმარჯვნივ ბარათაშვილის აღმართის მიმართულებით 90 მეტრს და აბდუშელიშვილის ქუჩის ღერძულა ხაზის გასწვრივ უხვევს ხელმარცხნივ, მიუყვება აბდუშელიშვილის ქუჩის ღერძულა ხაზს, რაიონის გარეთ ჩაუვლის პრეზიდენტის სასახლეს და სამების კათედრალურ ტაძარს და სამრეკლოს ქუჩის გავლით მიადგება რკინიგზის ღერძულა ხაზს, უხვევს ხელმარცხნივ და რკინიგზის ღერძულა ხაზის გაყოლებით მიადგება საწყის წერტილს
დიდუბის რაიონის ტერიტორიული ერთეულები – უბნები. უბანი 24 – დიდუბე საზღვარი იწყება თამარ მეფის გამზირის ღერძულა ხაზის და მდ. მტკვრის ღერძულა ხაზის გადაკვეთის წერტილიდან, საიდანაც საზღვარი მდ. მტკვრის ღერძულა ხაზს აღმა მიუყვება, გასცდება დიღმის ხიდს 100 მეტრით, მოუხვევს მარჯვნივ და წარმოსახვითი მარტობული ხაზით დაუკავშირდება რკინიგზის ხაზს, კვლავ მოუხვევს მარჯვნივ და მიუყვება რკინიგზის ხაზის მარჯვენა ნაპირს, თუმცა რაიონის გარეთ დატოვებს დიდუბის სადგურის სარკინიგზო მეურნეობას, შემდგომ რკინიგზის ქუჩის გასწვრივ მიუყვება სარკინიგზო მეურნეობის მარცხენა ნაპირს და გასდევს რკინიგზისგან გამყოფ საყრდენ კედელს გადასასვლელ ხიდამდე, აქედან უხვევს ხელმარჯვნივ, მიუყვება გადასასვლელი ხიდის შუა ხაზს ვაგზლის მოედნამდე, შემოუვლის ვაგზლის მოედანს თამარ მეფის გამზირის ღერძის გადაკვეთამდე, უხვევს ხელმარჯვნივ და მიუყვება თამარ მეფის გამზირის ღერძულა ხაზს საწყის წერტილამდე. უბანი 25 – დიღმის მასივი საზღვარი იწყება დიღმის მასივისა და დიდუბის გამყოფი მდ. მტკვრის კალაპოტის ღერძულა ხაზიდან და მიუყვება დიღმის ხევს გელოვანის გამზირამდე, მისდევს მის ღერძს და გრძელდება დავით აღმაშენებლის ხეივნის გამყოფი ღერძის გასწვრივ დიღომი-გლდანის დამაკავშირებელ მაგისტრალამდე, სადაც უხვევს აღმოსავლეთით, მთლიანად მოიცავს სატრანსპორტო კვანძის მარჯვენა მხარეს ზედა მაგისტრალის ჩრდილო ნაწილის ღერძამდე და მიუყვება მაგისტრალის ჩრდილო ნაწილის ღერძს, ხოლო შემდგომ ხიდის ჩრდილოეთის კონტურს მტკვრის კალაპოტის შუა ხაზამდე, აგრძელებს საზღვარს მტკვრის კალაპოტის შუა ხაზის გასწვრივ და მთავრდება საწყის წერტილთან.
ნაძალადევის რაიონის ტერიტორიული ერთეულები – უბნები უბანი 26 – ძველი ნაძალადევი, ლოტკინი საზღვარი იწყება ვაგზლის ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან, მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, გასდევს ჩუღურეთისა და ნაძალადევის, ადმინისტრაციულ საზღვარს ხუდადოვის ქუჩისა და შემოსავლელი გზის გადაკვეთამდე, საიდანაც უხვევს დასავლეთით და ოროგრაფიული თხემის გაყოლებით აღწევს მთა ძეძგვამდე (631,7), მთა ძეძგვიდან საზღვარი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიუყვება წყალგამყოფ ქედს 620 მეტრ სიმაღლემდე, საიდანაც მკვეთრად უხვევს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გასდევს ფერდობის ძირს და უერთდება გელათის ქუჩას, შემდეგ მიუყვება გელათის ქუჩას ბოლომდე, საიდანაც საზღვარი გასდევს ლოტკინის მთის ფერდობის თხემს სვანეთის ქუჩამდე, შემდეგ საზღვარი მიუყვება სვანეთის ქუჩას დადიანის გადაკვეთამდე, საიდანაც საზღვარი დადიანის ქუჩას გაუყვება კავთისხევის გადაკვეთამდე, შემდეგ კავთისხევს გასდევს ბოლომდე და უხვევს ჩრდილო-დასავლეთით მრევლიშვილის ქუჩის გასწვრივ საყვირის ქუჩამდე, საიდანაც საზღვარი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით უერთდება დიდუბის ადმინისტრაციულ საზღვარს, რომელიც სამხრეთის მიმართულებით მთავრდება ვაგზლის ცენტრალური რკინიგზის სადგურთან. უბანი 27 – ნაძალადევი საზღვარი იწყება დიდუბის რკინიგზის სადგურიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება რკინიგზისა და მეტროს ხაზს მეტროს გვირაბის დასაწყისამდე, ჩრდილოეთით შემოსაზღვრავს ახალდაბის ქუჩის მისამართებს და ახალდაბის ქუჩით უერთდება გურამიშვილის გამზირს. გურამიშვილის გამზირს გაუყვება სამხრეთის მიმართულებით და საზღვარი უხვევს აღმოსავლეთით გურამიშვილის 5 და 3 ნომრებს შორის, საიდანაც საზღვარი სამხრეთიდან შემოუვლის გვაზაურის ქ. 4 კორპუსსა და ღრმაღელის გასასვლელის გაყოლებით უერთდება გვაზაურის ხევს, შემდეგ საზღვარი მიემართება აღმოსავლეთის მიმართულებით 600 მეტრ მანძილზე. შემდეგ სწორხაზოვნად უერთდება გვაზაურის ხევის სამხრეთ წყალგამყოფ თხემს, რომლის გაყოლებით სამხრეთიდან შემოუვლის არსებულ სასაფლაოს ტერიტორიას და სწორხაზოვნად ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ეშვება თბილისის ზღვის ნაპირამდე. შემდეგ საზღვარი სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით გასდევს ზღვის ნაპირს 6800 მეტრ მანძილზე მკვეთრად უხვევს დასავლეთით და ჰკვეთს ხუდადოვის ქუჩას, უხვევს ხელმარჯვნივ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიემართება ხუდადოვის ქუჩისა და შემოსავლელი გზის გადაკვეთამდე, საიდანაც უხვევს დასავლეთით და ოროგრაფიული თხემის გაყოლებით აღწევს მთა ძეძგვამდე (631,7), მთა ძეძგვიდან საზღვარი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიუყვება წყალგამყოფ ქედს 620 მეტრ სიმაღლემდე, საიდანაც მკვეთრად უხვევს სამხრეთ -დასავლეთის მიმართულებით, გასდევს ფერდობის ძირს და უერთდება გელათის ქუჩას, შემდეგ მიუყვება გელათის ქუჩას ბოლომდე, საიდანაც საზღვარი გასდევს ლოტკინის მთის ფერდობის თხემს სვანეთის ქუჩამდე, შემდეგ საზღვარი მიუყვება სვანეთის ქუჩას დადიანის გადაკვეთამდე, საიდანაც საზღვარი დადიანის ქუჩას გაუყვება კავთისხევის გადაკვეთამდე, შემდეგ კავთისხევს გასდევს ბოლომდე და უხვევს ჩრდილო-დასავლეთით მრევლიშვილის ქუჩის გასწვრივ საყვირის ქუჩამდე, საიდანაც საზღვარი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით უერთდება დიდუბის ადმინისტრაციულ საზღვარს, საიდანაც ჩრდილოეთის მიმართულებით მიუყვება რკინიგზის ხაზს საწყის წერტილამდე. უბანი 28 – სანზონა საზღვარი იწყება დიდუბის რკინიგზის სადგურიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება რკინიგზისა და მეტროს ხაზს მეტროს გვირაბის დასაწყისამდე, ჩრდილოეთით შემოსაზღვრავს ახალდაბის ქუჩის მისამართებს და ახალდაბის ქუჩით უერთდება გურამიშვილის გამზირს. გურამიშვილის გამზირს გაუყვება სამხრეთის მიმართულებით და საზღვარი უხვევს აღმოსავლეთით გურამიშვილის 5 და 3 ნომრებს შორის, საიდანაც საზღვარი სამხრეთიდან შემოუვლის გვაზაურის ქ. 4 კორპუსს და ღრმაღელის გასასვლელის გაყოლებით უერთდება გვაზაურის ხევს, შემდეგ საზღვარი მიემართება აღმოსავლეთის მიმართულებით 600 მეტრ მანძილზე. შემდეგ სწორხაზოვნად უერთდება გვაზაურის ხევის სამხრეთ წყალგამყოფ თხემს, რომლის გაყოლებით სამხრეთიდან შემოუვლის არსებულ სასაფლაოს ტერიტორიას და სწორხაზოვნად ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ეშვება თბილისის ზღვის ნაპირამდე, საიდანაც საზღვარი ზღვის ნაპირს გაუყვება ჩრდილოეთის მიმართულებით 1600 მეტრ მანძილამდე, შემდეგ სწორხაზოვნად უხვევს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით და ვრცელდება ყენის მთამდე (629), საიდანაც საზღვარი მიუყვება წყალგამყოფ თხემს ჩარგლის ქუჩამდე. შემდეგ საზღვარი გადის ირემაშვილის შესახვევით ირემაშვილის ქუჩისა და გამყრელიძის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე, შემდეგ საზღვარი გამყრელიძის ქუჩიდან გასდევს 73-ე ქუჩას ბოლომდე, სამხრეთიდან შემოსაზღვრავს შატილის ქუჩის მისამართებს და უერთდება შატილის ქუჩას და შატილის ქუჩით ვრცელდება გურამიშვილის გამზირამდე. შემდეგ საზღვარი ჩრდილოეთის მიმართულებით მიუყვება გურამიშვილის გამზირს შეშელიძის ქუჩამდე (გლდანის ხიდები), შემდეგ საზღვარი უხვევს დასავლეთით და გასდევს შეშელიძის ქუჩას ფეიქართა ქუჩის გადაკვეთამდე, შემდეგ მოემართება სამხრეთ-დასავლეთით, ფეიქართა ქუჩის გაყოლებით აღწევს ქსნის ქუჩისა და ფეიქართა ქუჩის გადაკვეთასთან არსებულ წრიულ მოძრაობამდე და სანაპიროს გასწვრივ დიდუბის რკინიგზის სადგურთან აღწევს საწყის წერტილს. უბანი 29 – თემქა საზღვარი იწყება გურამიშვილის გამზირისა და შეშელიძის ქუჩის გადაკვეთიდან (გლდანის ხიდები), შემდეგ ვრცელდება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, გასდევს შეშელიძის ქუჩას 820 მეტრ მანძილზე, საიდანაც უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით, გაუყვება ოროგრაფიულ ამაღლების თხემს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრავს თემქის დასახლებას და უერთდება ანაპის 414 დივიზიის ქუჩას, რომელსაც გასდევს 300 მეტრ მანძილზე, შემდეგ გასდევს გზას და უხვევს ჩრდილოეთისკენ და წყალსაქაჩთან უერთდება არსებულ გზას, რომლის გასწვრივაც სამხრეთ-აღმოსავლეთით ვრცელდება მდ. ხევძმარის წყალგამყოფი ქედის თხემამდე, შემდეგ გაუყვება თხემს ბოლომდე და კვირიკობის ხევის გასწვრივ მიადგება შემოსავლელ რკინიგზის ხაზს, რომელსაც მიუყვება სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით „პატარა ლილოსკენ“ მიმავალი გზის გადაკვეთამდე, უხვევს დასავლეთისაკენ 1 კმ-ს მანძილზე, კვლავ უხვევს სამხრეთისაკენ 0,5 კმ-ს მანძილზე, უერთდება „თბილისის ზღვის” გარშემოსავლელ გზას და 0.5 კმ-ზე მიუყვება დასავლეთის მიმართულებით გზის ღერძს და იქვე ეშვება ზღვის სანაპირომდე, საიდანაც საზღვარი გასდევს ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს ცენტრალურ პლაჟამდე. შემდეგ სწორხაზოვნად უხვევს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით და ვრცელდება ყენის მთამდე (629), საიდანაც საზღვარი მიუყვება წყალგამყოფ თხემს ჩარგლის ქუჩამდე. შემდეგ საზღვარი გადის ირემაშვილის შესახვევით ირემაშვილის ქუჩისა და გამყრელიძის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე, შემდეგ საზღვარი გამყრელიძის ქუჩიდან გასდევს 73-ე ქუჩას ბოლომდე, სამხრეთიდან შემოსაზღვრავს შატილის ქუჩის მისამართებს, უერთდება შატილის ქუჩას და შატილის ქუჩით ვრცელდება გურამიშვილის გამზირამდე. შემდეგ საზღვარი ჩრდილოეთის მიმართულებით მიუყვება გურამიშვილის გამზირსა და შეშელიძის ქუჩის გადაკვეთის საწყის წერტილამდე.
გლდანის რაიონის ტერიტორიული ერთეულები - უბნები უბანი 30 – ავჭალა, გლდანის ხევი საზღვარი იწყება ფეიქართა ქუჩისა და შეშელიძის ქუჩების გადაკვეთიდან, მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით შეშელიძის ქუჩის გასწვრივ 1500 მეტრ მანძილზე, საიდანაც საზღვარი უხვევს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით შეშელიძის ქუჩისა და ქერჩის ქუჩებს შორის დამაკავშირებელი გზის გასწვრივ იპოლიტოვ-ივანოვის კვეთამდე, საიდანაც საზღვარი მიუყვება იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩას 80 მეტრ მანძილზე, საიდანაც უკვე ჩრდილოეთის მიმართულებით საზღვარი ვრცელდება 430 მეტრ მანძილზე, შემდეგ მკვეთრად უხვევს დასავლეთით 140 მეტრ მანძილზე და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გაუყვება განაშენიანების საზღვარს კაჭარავას შესახვევის გავლით კაჭარავას პირველ შესახვევამდე, საიდანაც საზღვარი გაუყვება კაჭარავას პირველ შესახვევს კაჭარავას ჩიხამდე, საიდანაც საზღვარი გაუყვება ოროგრაფიულ ფერდობს ჯანჯღავას ქუჩის დასაწყისამდე, შემდეგ საზღვარი გასდევს ჯანჯღავას ქუჩას 270 მეტრ მანძილზე, საიდანაც ოროგრაფიული ფერდობის ძირის გაყოლებით 260 მეტრ მანძილზე ვრცელდება კობერიძის ქუჩამდე, შემდეგ გაუყვება კობერიძის ქუჩას ჯანჯღავას მესამე შესახვევამდე, საიდანაც საზღვარი გადადის გლდანულას ქუჩაზე და მისი გაყოლებით ვრცელდება მდ. გლდანულას კალაპოტამდე. შემდეგ საზღვარი გასდევს მდ. გლდანულას ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 300 მეტრ მანძილზე და უხვევს სწორხაზოვნად თიანეთის გზატკეცილისკენ. სამხრეთიდან შემოუვლის სასაფლაოს ტერიტორიას გზათა ქსელის გაყოლებით სამხრეთიდან შემოსაზღვრავს გლდანის დიდ ტბას და გლდანის ციხეებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის გაყოლებით სწორხაზოვნად უერთდება „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარს“. შემდეგ საზღვარი დასავლეთის მიმართულებით გაუყვება მცხეთის რაიონის, საბურთალოს, ნაძალადევის ადმინისტრაციულ საზღვრებს და უერთდება საწყის წერტილს, უბანი 31 – გლდანის ლუწი მიკრორაიონები საზღვარი იწყება ხიზანიშვილის ქუჩისა და შეშელიძის ქუჩების შეერთების ადგილიდან, მოემართება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 230 მეტრ მანძილზე საიდანაც საზღვარი უხვევს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით შეშელიძის ქუჩისა და ქერჩის ქუჩებს შორის დამაკავშირებელი გზის გასწვრივ იპოლიტოვ-ივანოვის კვეთამდე, საიდანაც საზღვარი მიუყვება იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩას 80 მეტრ მანძილზე, საიდანაც უკვე ჩრდილოეთის მიმართულებით საზღვარი ვრცელდება 430 მეტრ მანძილზე, შემდეგ მკვეთრად უხვევს დასავლეთით 140 მეტრ მანძილზე და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გაუყვება განაშენიანების საზღვარს კაჭარავას შესახვევის გავლით კაჭარავას პირველ შესახვევამდე, საიდანაც საზღვარი გაუყვება კაჭარავას პირველ შესახვევს კაჭარავას ჩიხამდე, საიდანაც საზღვარი გაუყვება ოროგრაფიულ ფერდობს ჯანჯღავას ქუჩის დასაწყისამდე, შემდეგ საზღვარი გასდევს ჯანჯღავას ქუჩას 270 მეტრ მანძილზე, საიდანაც ოროგრაფიული ფერდობის ძირის გაყოლებით 260 მეტრ მანძილზე ვრცელდება კობერიძის ქუჩამდე, შემდეგ გაუყვება კობერიძის ქუჩას ჯანჯღავას მესამე შესახვევამდე საიდანაც საზღვარი გადადის გლდანულას ქუჩაზე და მისი გაყოლებით ვრცელდება მდ. გლდანულას კალაპოტამდე. შემდეგ საზღვარი გასდევს მდ. გლდანულას ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 300 მეტრ მანძილზე და უხვევს სწორხაზოვნად თიანეთის გზატკეცილისკენ. სამხრეთიდან შემოუვლის სასაფლაოს ტერიტორიას გზათა ქსელის გაყოლებით სამხრეთიდან შემოსაზღვრავს გლდანის დიდ ტბას და ხიზანიშვილის ქუჩის მიმართულებით გადმოდის ხიზანიშვილის ქუჩაზე, რომელიც ვრცელდება ხიზანიშვილის ქუჩისა და შეშელიძის ქუჩის შეერთებამდე. უბანი 32 – გლდანის კენტი მიკრორაიონები საზღვარი იწყება ხიზანიშვილის ქუჩისა და შეშელიძის ქუჩების შეერთების ადგილიდან, მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ხიზანიშვილის ქუჩის გასწვრივ, შემდეგ საზღვარი გასდევს დიდი ტბისკენ ამავალ გზას, სამხრეთიდან შემოსაზღვრავს დიდ ტბას და ვრცელდება გლდანის ციხეებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის გაყოლებით სწორხაზოვნად უერთდება გლდანი-ნაძალადევის ადმინისტრაციულ საზღვარს, საიდანაც საზღვარი სამხრეთ–აღმოსავლეთის და სამხრეთის მიმართულებით გაუყვება „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარს“ ხევძმარისა და სააფთრე ხევის წყალგამყოფამდე, საიდანაც საზღვარი მიუყვება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წყალგამყოფის თხემს, შემდეგ გადადის ხევძმარის კალაპოტში და ვრცელდება მუხიანის სააგარაკო დასახლების დამაკავშირებელ გზამდე. შემდეგ მოემართება დასავლეთის მიმართულებით ხიზანიშვილის ქუჩისა და შეშელიძის ქუჩების შეერთების საწყის წერტილამდე. უბანი 33 – მუხიანი საზღვარი იწყება ხიზანიშვილის ქუჩისა და შეშელიძის ქუჩის შეერთების ადგილიდან, მიემართება სამხრეთ-დასავლეთით 540 მეტრ მანძილზე, საიდანაც უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით, გაუყვება ოროგრაფიულ ამაღლების თხემს, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრავს თემქის დასახლებას და უერთდება ანაპის 414 დივიზიის ქუჩას, რომელსაც გასდევს 300 მეტრ მანძილზე, შემდეგ გასდევს გზას და უხვევს ჩრდილოეთისკენ და წყალსაქაჩთან უერთდება არსებულ გზას, რომლის გასწვრივაც სამხრეთ-აღმოსავლეთით ვრცელდება მდ. ხევძმარის წყალგამყოფი ქედის თხემამდე, შემდეგ გაუყვება თხემს ბოლომდე და სამხრეთით მიადგება მდ. კვირიკობის ხევის ფლატეს, რომელსაც მიუყვება აღმოსავლეთის მიმართულებით „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრამდე“, გასდევს მას ჩრდილოეთის მიმართულებით ხევძმარისა და სააფთრე ხევის წყალგამყოფამდე, საიდანაც საზღვარი მიუყვება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წყალგამყოფის თხემს, შემდეგ გადადის ხევძმარის კალაპოტში და ვრცელდება მუხიანის სააგარაკო დასახლების დამაკავშირებელ გზამდე. შემდეგ მოემართება დასავლეთის მიმართულებით ხიზანიშვილის ქუჩისა და შეშელიძის ქუჩის შეერთების საწყის წერტილამდე.
|
დოკუმენტის კომენტარები