,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8-18
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010270000.35.101.016959
8-18
18/03/2022
ვებგვერდი, 21/03/2022
010270000.35.101.016959
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8-18

2022 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების   რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების  რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-35 (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 09/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010270000.35.101.016039) და დადგენილების:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლი მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) მე-2 პუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების  რაიონების საზღვრების თანდართული რუკა (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი 1);

გ) მე-3 პუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების  რაიონების ტერიტორიული ერთეულების – უბნების საზღვრების აღწერა“ (დანართი 2), კრწანისის რაიონის ტერიტორიული ერთეულები – უბნების ნაწილში, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კრწანისის რაიონის ტერიტორიული ერთეულებიუბნები

უბანი 12 – კალა, ორთაჭალა

საწყისი წერტილი მდებარეობს „თბილისის ძველი ადმინისტრაციული საზღვრის“ და „თელეთის ქედზე“ გამავალ „თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის“ გადაკვეთაზე, საიდანაც საზღვარი ზიგზაგისებურად მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით თრიალეთის ქედის მიმდებარედ, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ს/კ: 81.03.16.109 სამხრეთ საზღვრის გასწვრივ 21 კმ-ზე. X – 483469.87, Y – 4611094.60  წერტილიდან  X – 487948.17, Y  4612439.46 წერტილამდე. შემდეგ აუყვება თხემს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით „თელეთის“ ქედამდე 971,1 მ-იან ნიშნულამდე, სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე 4 კმ-ზე. აქედან აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება „თელეთის“ ქედს 7 კმ-ზე. სოფ. „ქვემო თელეთამდე“ და უხვევს ხელმარცხნივ გორგასლის ქ. №115 საკადასტრო ერთეულის აღმოსავლეთ საზღვარზე გამავალი წარმოსახვითი ხაზის გასწვრივ უხვევს ჩრდილოეთის მიმართულებით მდინარე მტკვრის კალაპოტის შუა ხაზის გადაკვეთამდე, უხვევს დასავლეთით და მიუყვება მდ. მტკვრის კალაპოტის შუა ხაზს ბარათაშვილის ხიდის შუა ღერძის გადაკვეთამდე, გაუყვება დასავლეთით ბარათაშვილის ქუჩის ღერძს, აუყვება ხელმარცხნივ პუშკინის ქუჩის ღერძს და თავისუფლების მოედნის გავლით გაუყვება დადიანის ქუჩას, გადაკვეთს ლადო ასათიანის ქუჩას და გვირაბის გასწვრივ აუყვება სოლოლაკის ქედს, გადაკვეთს სოლოლაკის ქუჩას მარო მაყაშვილის აღმართიდან 460 მ-ზე, მოუხვევს დასავლეთით და გაყვება ბოტანიკური ბაღის საზღვარს მარო მაყაშვილის აღმართის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება სამხრეთით მარო მაყაშვილის აღმართის ღერძს წავკისის წყლის კალაპოტამდე, უხვევს ხელმარცხნივ და მიუყვება წავკისის წყლის კალაპოტს „თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე“* უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 1,5 კმ.-ზე თაბორის ქედის გადაკვეთამდე და 2.0 კმ მანძილზე (საზღვარი მთლიანად ემთხვევა „თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს“) მიემართება „თელეთის“ ქედზე გამავალ „თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის“ გადაკვეთაზე მდებარე საწყის წერტილამდე.

უბანი 13 – ფონიჭალა

საწყისი წერტილი მდებარეობს გორგასლის ქ. №115 რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ს/კ: 81.03.17.035 დასავლეთი საზღვრის გასწვრივ, „თელეთის“ ქედზე გამავალ „თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის“ გადაკვეთამდე (X – 487948.17, Y – 4612439.46 წერტილამდე) და გრძელდება საკადასტრო ერთეულის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის გასწვრივ „თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის“ გადაკვეთაზე X – 488608.69, Y – 4611521.06 წერტილამდე და უხვევს ხელმარცხნივ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოუყვება საავტომობილო გზას 2 კმ-ზე თბილისი-მარნეულის საავტომობილო მაგისტრალამდე. ეს საზღვარი ემთხვევა ქ. „თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს“, შემდეგ საზღვარი აკეთებს რკალს „სოღანლუღის“ დასახლების სამხრეთით და მიდის სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე 2 კმ მაძილზე (460,7 მ.). ამის შემდეგ ჩამოუყვება სამხრეთის მიმართულებით 2 კმ-ზე, გადაკვეთს თბილისი-მარნეულის სარკინიგზო მაგისტრალს და უხვევს აღმოსავლეთით 2 კმ-ზე სოფ. „ფონიჭალის“ სამხრეთით. აქედან ჩრდილოეთის მიმართულებით მიემართება „ფონიჭალას“ განაშენიანების გასწვრივ 1.0 კმ-ზე. შემდეგ უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მდ. მტკვრის კალაპოტის შუა ღერძამდე, საიდანაც აღმა აუყვება მდ. მტკვრის შუა ხაზს საწყის წერტილამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე