დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16-34 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240120000.35.101.016041 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
16-34
05/12/2014
ვებგვერდი, 09/12/2014
240120000.35.101.016041
გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/12/2014 - 25/09/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის, განთავსება/მშენებლობა განხორციელდეს მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე, დედაქალაქის იერსახის გათვალისწინებით. |
2.
პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარეკლამო საშუალებების დედაქალაქის იერსახესთან, სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელს, რომელიც ვალდებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი სამსახურის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური) პირველივე მოთხოვნისთანავე მოახდინოს სარეკლამო საშუალების დემონტაჟი. |
3.
ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობისას, წერილობით აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს. |
4.
თუ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელს არ სურს ამ დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების აღება, მასზე არ ვრცელდება დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტის მოქმედება და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობა წარმოებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად. |
5.
დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დავით აღმაშენებლის გამზირზე, შოთა რუსთაველის გამზირზე, კოტე აფხაზის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩებზე, ვახტანგ გორგასლისა და თავისუფლების მოედანზე. |
6.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 5 იანვრის №01.02.02 დადგენილება. |
7.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები