გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ

გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28-99
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016544
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28-99
25/09/2018
ვებგვერდი, 26/09/2018
010250050.35.101.016544
გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/09/2018 - 02/04/2021)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28-99

2018 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის, განთავსება/მშენებლობა განხორციელდეს მშენებლობის ნებართვისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე, დედაქალაქის იერსახის გათვალისწინებით.
მუხლი 2
პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარეკლამო საშუალებების დედაქალაქის იერსახესთან, სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელს, რომელიც ვალდებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი სამსახურის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური) პირველივე მოთხოვნისთანავე მოახდინოს სარეკლამო საშუალების დემონტაჟი.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობისას, წერილობით აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს.
მუხლი 4
თუ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელს არ სურს ამ დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების აღება, მასზე არ ვრცელდება დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობა წარმოებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 5
დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება დავით აღმაშენებლის გამზირზე, შოთა რუსთაველის გამზირზე, კოტე აფხაზის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩებზე, ვახტანგ გორგასლისა და თავისუფლების მოედანზე.
მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-34 დადგენილება.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე