დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2091 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018078 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2091
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების 27-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარე დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარე
გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
ეკატერინე ზვიადაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი
ლევან დუმბაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
მინდია გრძელიძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი
მარიამ გაბუნია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ნინო ჯავახაძე - ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი
ირინა ჯაფარიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი.
2. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 3 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები