შპს „ZINI“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „ZINI“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2054
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018023
  • Word
2054
19/11/2014
ვებგვერდი, 08/12/2014
000000000.00.003.018023
შპს „ZINI“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2054

2014 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „ZINI“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ZINI“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი - 430797836) იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლით, ყოველთვიური საიჯარო ქირით - 500 (ხუთასი) ლარი გადასცეს ქ. თბილისში, გორგასლის ქ. 24-ში, შენობა-ნაგებობა 1-ის პირველ სართულზე მდებარე 340 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 01.18.05.002.078).

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების შპს „ZINI“-სათვის იჯარის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს სარგებლობაში გადაცემულ ფართში, იჯარის მოქმედების პერიოდში, კვების ობიექტის ფუნქციონირება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი