დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის და სამხედრო სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული ოქმებისა და დისციპლინური საქმისწარმოებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 75 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 19/04/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016297 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (04/12/2014 - 15/04/2016)
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის და სამხედრო სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული ოქმებისა და დისციპლინური საქმისწარმოებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების თაობაზე
|
,,სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის
შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქცია (დანართი №1); ბ) დისციპლინური დარღვევის ოქმი (დანართი №2); გ) ღირსეული საქციელის ჩადენის შესახებ ოქმი (დანართი №3). |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახ
ტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციისა და ,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლი
ნო წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით გათვალისწინებული ოქმების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 2 მაისის №147 ბრძანება. |
მუხლი 3 |
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში - ინსტრუქცია) აწესრიგებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში (შემდგომში - სამინისტრო) ჰაუპტვახტების (შემდგომში - ჰაუპტვახტი) ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს და განსაზღვრავს ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის წესებს. 2. ჰაუპტვახტის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, სამხედრო სადისციპლინო წესდება, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, საქართველოს შეიარაღებული ძალების საჯარისო წესდებები, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის (შემდგომში – გენერალური შტაბის უფროსი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, დირექტივები, განკარგულებები და წინამდებარე ინსტრუქცია. მუხლი 2. 1. ინსტრუქციის მიზანია სახელმწიფო მმართველობის მიერ დადგენილი წესის, სახელმწიფო-საზოგადოებრივი წესრიგისა და სამხედრო დისციპლინის გამყარება. 2. ინსტრუქცია ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. მუხლი 3. 1. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაკავებულია ადმინისტრაციული წესით ან მის მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, ინარჩუნებს თავის კონსტიტუციურ სტატუსს, მოქალაქეობას, სამართალსუბიექტობას. სამხედრო მოსამსახურეს აქვს ჰუმანური მოპყრობის უფლება. მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვა არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მხოლოდ იმისათვის, რომ პირი განიმსჭვალოს წესრიგის დაცვისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გრძნობით. 2. ჰაუპტვახტში სამხედრო მოსამსახურის განთავსების ადგილის პირობები უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო-ტექნიკურ და სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და უზრუნველყოფდეს ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვას, პიროვნების ხელშეუხებლობას, პირის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, მისი ინტერესების დაცვის უნარს. 3. სამხედრო მოსამსახურის მიმართ სასტიკი მოპყრობა, მისთვის ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის მიყენება დაუშვებელია. მუხლი 4. 1. ჰაუპტვახტი ფუნქციონირებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში - სამხედრო პოლიცია) სტრუქტურაში. 2. ჰაუპტვახტში საკმარისი ადგილების უქონლობის ან სხვა მიზეზის გამო არფუნქციონირების შემთხვევაში, პატიმრები შესაძლოა მოთავსდნენ ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მდებარე ჰაუპტვახტში. 3. პატიმრების ჰაუპტვახტში გადაყვანას (ბადრაგირებას) უზრუნველყოფენ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი სამხედრო პოლიციის მოსამსახურეები. მუხლი 5. 1. ჰაუპტვახტში მოთავსდებიან შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებით დაპატიმრებული და სამხედრო პოლიციის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამხედრო მოსამსახურეები (შემდგომში - სამხედრო მოსამსახურე(ები)). 2. სამხედრო მოსამსახურეებს ჰაუპტვახტში ათავსებენ ერთმანეთისგან განცალკევებით: ა) ქალებს; ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს; გ) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა კაპრალებისა და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობას; დ) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა უმცროს ოფიცერთა შემადგენლობას. თავი II სამხედრო მოსამსახურეების ჰაუპტვახტში გადაყვანა (ბადრაგირება-თანხლება) მუხლი 6. 1. სამხედრო მოსამსახურეების გადაყვანა (ბადრაგირება) ჰაუპტვახტში, სასამართლოში და სხვაგან ხორციელდება საშტატო იარაღით (საჭიროების შემთხვევაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით), ამისთვის სპეციალურად უფლებამოსილი შეიარაღებული პირების თანხლებით. 2. სამხედრო მოსამსახურეების გადაყვანისას, თანმხლები პირები ვალდებულნი არიან იარაღი გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამხედრო მოსამსახურეების ბადრაგირებისას ქალაქების, მსხვილი დასახლებული პუნქტების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გადაკვეთა, გარდა აუცილებლობისა, აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მგზავრობა აკრძალულია. 4. ჰაუპტვახტის უფროსის ან მისი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურეების გადასაყვანად გამოიყოფა სპეციალური ტრანსპორტი, ასევე საპატრულო ან ოპერატიული დანიშნულების ტრანსპორტი. 5. სპეციალური ტრანსპორტით გადაადგილებისას (ბადრაგირებისას), სამხედრო მოსამსახურეები განთავსდებიან სახით მოძრაობის საწინააღმდეგო ან გვერდით მხარეს, რა დროსაც ეკრძალებათ ადგომა და მოძრაობის მიმართულებით შეტრიალება. მგზავრობის დროს სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს შიდაგანათებისა და კონდენცირების საშუალებებით. გადაადგილების დროს სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი უნდა იქნენ საკვებით და სასმელი წყლით. 6. სამხედრო მოსამსახურეების გადაადგილების (ბადრაგირების) სხვა დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს ჰაუპტვახტის უფროსმა ან მისმა ხელმძღვანელმა. მუხლი 7.
თავი III ჰაუპტვახტში სამხედრო მოსამსახურეების ყოფნა, მათი ვალდებულებები, უფლებები და სოციალური გარანტიები მუხლი 8.
მუხლი 9. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) უზრუნველყოფილ იქნას კვებით, ტანსაცმლითა და შრომის უსაფრთხოებით; სამედიცინო დახმარებით (საჭიროების შემთხვევაში უტარდება გადაუდებელი მკურნალობა); ბ) ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიეცეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი და ფიზიოლოგიური მოთხოვნები და შესაძლებლობა ჰქონდეს, დაიცვას პირადი ჰიგიენა; გ) ჰაუპტვახტის უფროსის ან უფლებამოსილი პირის ნებართვით შეინახოს და გამოიყენოს ჰაუპტვახტში დადგენილი წესით განსაზღვრული ნივთები; დ) შეიტანოს საჩივარი ჰაუპტვახტის მოსამსახურეთა, სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების უკანონო მოქმედებაზე; ე) მოითხოვოს დამცველთან შეხვედრა შეუზღუდავად; ვ) სამხედრო პოლიციის უფროსის ნებართვით შეხვდეს ოჯახის წევრებს; ზ) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. მუხლი 10. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია: ა) დაიცვას შინაგანაწესი; ბ) შეასრულოს ჰაუპტვახტის მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები; გ) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები; დ) დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები; ე) გაუფრთხილდეს ჰაუპტვახტის ქონებას; ვ) დაასუფთავოს საკანი და სხვა სათავსოები რიგითობის დაცვით; ზ) არ განახორციელოს ჰაუპტვახტის მოსამსახურეთა და სხვა პირთა ღირსების დამამცირებელი მოქმედებები; თ) არ გაუწიოს წინააღმდეგობა ჰაუპტვახტის მოსამსახურეებსა და სხვა პირებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას; ი) არ ჩაიდინოს განზრახი ქმედებები, რომელიც ემუქრება მისი ან სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; კ) დაიცვას დღის წესრიგი; ლ) ზრდილობიანად მოეპყროს ჰაუპტვახტის მოსამსახურეებსა და სხვა პირებს; მ) ჰაუპტვახტის მოსამსახურეთა, აგრეთვე სხვა უფლებამოსილ პირთა მოთხოვნით აცნობოს მათ თავისი ვინაობა; ნ) დაიცვას სიჩუმე; ო) იმორიგეოს საკანში რიგის დაცვით; პ) განახორციელოს ჰაუპტვახტის ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი სხვა ქმედებები. მუხლი 11. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება: ა) იქონიოს, მიიღოს, შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია კანონმდებლობისა და ინსტრუქციის შესაბამისად; ბ) იქონიოს მიმოწერა, ისაუბროს ან გადასცეს რაიმე საგნები სხვა საკნებში მყოფ პირებს, დაუკავშირდეს მათ კაკუნის საშუალებით; გ) დააბინძუროს საკნის სანიტარიული კვანძი; დ) საკნის კედლებიდან ჩამოხსნას ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; ე) დააბინძუროს ან დააზიანოს საკნის კედლები ან/და ინვენტარი; ვ) იხმაუროს ან სხვაგვარად დაარღვიოს სიჩუმე; ზ) განახორციელოს ჰაუპტვახტის ხელმძღვანელობის მიერ აკრძალული სხვა ქმედებები. თ) რადიოს მოსმენა და ტელევიზორის ყურება; ი) აზარტული თამაში; კ) ამანათების მიღება; ლ) წერილების გაგზავნა ან მიღება; მ) მობილური ტელეფონით სარგებლობა. მუხლი 12. სამხედრო მოსამსახურეებს ეკრძალებათ, ჰაუპტვახტში შეიტანონ, შეინახონ და გამოიყენონ ქვემოთ ჩამოთვლილი კვების პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები: ა) სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგანი, ნივთი და ნივთიერება; ბ) ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგანი, სანთებელა; გ) სატრანსპორტო საშუალება; დ) ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერება; ე) ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები; ვ) ოპტიკური ხელსაწყო; ზ) საკვები პროდუქტი, რომელიც საჭიროებს სითბურ დამუშავებას, საფუარი, შაქარი; თ) ალკოჰოლური სასმელის ყველა სახეობა; ი) სუნამო, ოდეკოლონი და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერება; კ) გადასამრავლებელი აპარატი; ლ) ნაჯახი, ჩაქუჩი და სხვა ინსტრუმენტი; მ) აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი ნივთი; ნ) ყველა სახის ელექტრო, მათ შორის ფოტო, ვიდეო და ციფრული ტექნიკა; ო) მობილური ტელეფონი; პ) ნებისმიერი დოკუმენტი (გარდა შემეცნებითი, რელიგიური და საკანონმდებლო ლიტერატურისა, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებ(ებ)ისა; ჟ) ტოპოგრაფიული რუკა და კომპასი; რ) დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდი და ფეხსაცმელი; ს) ქამარი, ფეხსაცმლის თასმები; ტ) ფანქარი, ფლომასტერი, საღებავი, კოპირების ქაღალდები, ქიმიკატები. მუხლი 13.
მუხლი 14.
მუხლი 15.
მუხლი 16.
მუხლი 17. 1. ჰაუპტვახტის ერთადგილიან საკნებში მოთავსებული სამხედრო მოსამსახურეები იკვებებიან (საჭმელს იღებენ) საკნებში. 2. სამხედრო მოსამსახურეების კვება ხორციელდება საკნებში ან ჰაუპტვახტის სასადილო ოთახში, რომლის დროსაც საჭმელი გაიცემა სხვადასხვა დროს - მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პატიმრების განცალკევების პრინციპით. 3. თუ ჰაუპტვახტის სასადილოში სამზარეულო არ ფუნქციონირებს (არ მზადდება საჭმელი), ამ შემთხვევაში პატიმრების კვებით უზრუნველყოფა, ჰაუპტვახტის უფროსის წარდგინების საფუძველზე, ხორციელდება უახლოესი სამხედრო ნაწილიდან. თავი IV ჰაუპტვახტიდან გათავისუფლება მუხლი 18. 1. დადგენილი პატიმრობის/დაკავების ვადის დამთავრებისას (დასვენებისა და უქმე დღეების ჩათვლით), ჰაუპტვახტიდან სამხედრო მოსამსახურეები თავისუფლდებიან ჰაუპტვახტის უფროსის, ჰაუპტვახტის უფროსის თანაშემწის ან ჰაუპტვახტის მორიგის მიერ. 2. დადგენილი პატიმრობის/დაკავების ვადის გასვლისას, ჰაუპტვახტის მორიგე ატყობინებს ქვედანაყოფის (სამხედრო ნაწილის) უფროსს ან სამხედრო პოლიციის შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსს წარმომადგენლის გამოგზავნის საჭიროების შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი დადგენილი პატიმრობის/დაკავების ვადის გასვლისას: ა) ათავისუფლებს სამხედრო მოსამსახურეებს; ბ) შესაბამის წიგნში და სახელობით სიაში აკეთებს შესაბამის აღნიშვნებს და გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეს ხელწერილით გადასცემს ჩამორთმეულ ნივთებს; გ) გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურის ქვედანაყოფის (სამხედრო ნაწილის) უფროსთან წარსადგენად აგზავნის მიწერილობას გათავისუფლების შესახებ. 4. სამხედრო მოსამსახურეზე ადრე გაცემული ხელწერილი მისგან ნივთების, ფულისა და დოკუმენტების მიღების თაობაზე ნადგურდება. თავი V. ჰაუპტვახტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 19. 1. ჰაუპტვახტს ხელმძღვანელობს ჰაუპტვახტის უფროსი. ჰაუპტვახტის უფროსი პასუხს აგებს ჰაუპტვახტში წესრიგზე. ჰაუპტვახტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. 2. ჰაუპტვახტის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან დაიცვან კანონმდებლობა, ინსტრუქცია და არ დაარღვიონ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებები. 3. ჰაუპტვახტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით.
დანართი №2
დისციპლინური დარღვევის ოქმი N
----------------------------------- (ოქმის შედგენის ადგილი)
“------”“-----------------” 20 წ. სთ. “-------”“--------” წთ. (ოქმის შედგენის დრო)
ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირი (მეთაური, უფროსი, სამხ.პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი) ------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ოქმის შემდგენის თანამდებობა, ს/წოდება, სახელი, გვარი)
მონაცემები დამრღვევის შესახებ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ს/წოდება, თანამდებობა, სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, განათლება, საცხ.მისამართი და ოჯახური მდგომარეობა) ინფორმაცია დისციპლინური დარღვევის შესახებ (ადგილი, დრო, არსი) ------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდების -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მუხლი, პუნქტი, ქვეპუნქტი) სამხედრო სადისციპლინო წესდების მოთხოვნათა შესაბამისად დისციპლინურ დამრღვევს __________________________________________ განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება.
დისციპლინის დამრღვევის ახსნა-განმარტება ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მოწმე, დაზარალებული, დაინტერესებული პირი (თუ არის):
1. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- /------------------------/ (სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ.მისამართი, პირადი N /ხელმოწერა/)
2.------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- /------------------------/ (სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ.მისამართი, პირადი N /ხელმოწერა/)
3. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- /------------------------/ (სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ.მისამართი, პირადი N /ხელმოწერა/) საქმის გადასაჭრელად საჭირო სხვა ცნობები -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დისციპლინის დამრღვევი ---------------------------------------/-----------------/ (ს/წოდება, ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი) ოქმის შემდგენი --------------------------- /--------------------------/ (ს/წოდება, სახელი, გვარი, /ხელმოწერა, თარიღი/) ბ.ა. დანართი №3
ღირსეული საქციელის ჩადენის შესახებ ოქმი N ----------------------------------- (ოქმის შედგენის ადგილი)
“------”“-------------------” 20 წ. სთ. “-------”“--------”წთ. (ოქმის შედგენის დრო)
ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირი (მეთაური, უფროსი, სამხ.პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი)------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (ოქმის შემდგენის თანამდებობა, ს/წოდება, სახელი, გვარი) მონაცემები ღირსეული საქციელის ჩამდენის შესახებ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ს/წოდება, თანამდებობა, სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, განათლება, საცხ.მისამართი და ოჯახური მდგომარეობა) ინფორმაცია ღირსეული საქციელის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო, არსი) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდების ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მუხლი, პუნქტი, ქვეპუნქტი)
მოწმე, დაინტერესებული პირი (თუ არის): 1. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- /------------------------/ (სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ.მისამართი, პირადი N /ხელმოწერა/) 2. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- /------------------------/ (სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ.მისამართი, პირადი N /ხელმოწერა/)
საქმის გადასაჭრელად საჭირო სხვა ცნობები ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ღირსეული საქციელის ჩამდენი ------------––––––- /-------------------------/ (ს/წოდება, ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი)
ოქმის შემდგენი --------------------------- /--------------------------/ (ს/წოდება, სახელი, გვარი, /ხელმოწერა, თარიღი/)
ბ.ა. |
დოკუმენტის კომენტარები