საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დაფუძნების შესახებ

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 645
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018264
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
645
01/12/2014
ვებგვერდი, 02/12/2014
040030000.10.003.018264
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/12/2014 - 18/12/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №645

2014 წლის 1 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016‑Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სანერგე  მეურნეობა  (შემდგომში – ეროვნული სატყეო სანერგე  მეურნეობა).

2. ეროვნული სატყეო სანერგე  მეურნეობა განისაზღვროს  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №130 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის უფლებამონაცვლედ. 

3. ეროვნული სატყეო სანერგე  მეურნეობის უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

4. ეროვნული სატყეო სანერგე  მეურნეობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

5. ეროვნულ სატყეო სანერგე  მეურნეობას, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, ქონება გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ეროვნული სატყეო სანერგე  მეურნეობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.   

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი