დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის რეორგანიზაციისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 634 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.019021 |
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის რეორგანიზაციისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის შექმნის შესახებ
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
|
| მუხლი 1 |
1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობა და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული საშენი მეურნეობა (შემდგომში − ეროვნული საშენი მეურნეობა).
2. ეროვნული საშენი მეურნეობა ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის უფლებამონაცვლედ მოთხოვნებისა და ვალდებულების ნაწილში. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის რეორგანიზაციის პროცესში აღრიცხული ქონება ეროვნულ საშენ მეურნეობას გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. სამინისტრომ უზრუნველყოს ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ეროვნული საშენი მეურნეობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 6. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობას ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 დეკემბრის №645 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები