დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016197 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/11/2014 - 14/01/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 29-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის“ მე–8 მუხლისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73 /სა ბრძანების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დანართში მითითებულ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებადი ვებ–გვერდის (hr.gov.ge) მეშვეობით. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №21 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ნოემბრის №22 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 5 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
დანართი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები
|
მუხლი 1.
საერთო მოთხოვნები |
ყველა კონკურსანტს მოეთხოვება:
1. ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 2. შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ )ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”; გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”; დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ"; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; 3. უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი). 4. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებად ვებ–გვერდზე (hr.gov.ge) გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობებიდან, კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანსიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურსანტის დოკუმენტაცია არ განიხილება. |
მუხლი 2.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
გარდა პირველ მუხლში მითითებული ნორმატიული აქტებისა, კონკურსანტებს მოეთხოვებათ:
1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანსიაზე (1 საშტატო ერთეული) ა) საქართველოს შრომის კოდექსი ბ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ"; გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; 2. მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული) ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; 3. სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული) ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება. |
მუხლი 3.
დამატებითი მოთხოვნები |
1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანსიაზე (1 საშტატო ერთეული)
ა) უმაღლესი იურიდიული განთლების დიპლომი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება; გ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატი, გაცემული რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (არსებობის შემთხვევაში); დ) ერთ–ერთი უცხოური ენის საფუძვლიანი ცოდნა – წერა, კითხვა, მეტყველება; ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნის სერტიფიკატი; ვ) ელექტრონულ ბაზებთან და/ან სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ზ) სასამართლოს, ადვოკატურის ან პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი; 2. მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული) ა) უმაღლესი განათლების დიპლომი; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) ერთ–ერთი უცხოური ენის ცოდნა – წერა, კითხვა, მეტყველება; დ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა; ე) კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში). 3. სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული) ა) უმაღლესი განათლების დიპლომი; ბ) ერთ–ერთი უცხოური ენის ცოდნა – წერა, კითხვა, მეტყველება; გ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა; დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში). |
მუხლი 4.
ტესტირების ზღვარი |
კონკურსით გათვალისწინებული ტესტირების მინიმალური ზღვარია 51%. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები