დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.35.172.016045 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
45
21/11/2014
ვებგვერდი, 26/11/2014
010320040.35.172.016045
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/11/2014 - 13/02/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
1.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ნებისმიერ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნ პირს მოეთხოვება უმაღლესი განათლება, გარდა უმცროსი საჯარო თანამდებობისა. |
2.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ნებისმიერ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნ პირებს მოეთხოვება ზოგადი უნარებისა და ნორმატიული აქტების ცოდნა. |
| მუხლი 2 |
1.
ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება; |
ბ)
მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში; |
გ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. |
2.
ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: |
ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
ბ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია; |
გ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; |
დ)
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; |
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; |
ვ)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილება; |
ზ)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილება; |
თ)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
1.
იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: |
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება; |
ბ)
იურსტად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში; |
გ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. |
2.
იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: |
ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
ბ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია; |
გ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; |
დ)
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; |
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; |
ვ)
საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ |
ზ)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილება; |
თ)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილება; |
ი)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N07 დადგენილება.
|
| მუხლი 4 |
1.
იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის საქმის წარმოების საკითხებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: |
ა)
უმაღლესი განათლება; |
ბ)
მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; |
გ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. |
2.
იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილების საქმის წარმოების საკითხებში მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: |
ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
ბ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია; |
გ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; |
დ)
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; |
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; |
ვ)
„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; |
ზ)
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილება; |
თ)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილება; |
ი)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07 დადგენილება; |
| მუხლი 5 |
1.
აპარატის წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: |
ა)
საშუალო ან პროფესიული განათლება; |
ბ)
მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება; |
გ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. |
2.
აპარატის წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: |
ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
ბ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია; |
გ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; |
დ)
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; |
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; |
ვ)
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილება; |
ზ)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07 დადგენილება. |
2.
27/08/2015 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
34 -
ვებგვერდი, 02/09/2015
1.
13/02/2015 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
12 -
ვებგვერდი, 18/02/2015
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 27/08/2015
გამოქ. თარიღი : 02/09/2015
დოკუმენტის ნომერი : 34
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №45 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1
მიღების თარიღი : 13/02/2015
გამოქ. თარიღი : 18/02/2015
დოკუმენტის ნომერი : 12
,, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები