დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.35.172.016074 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №45 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 26/11/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.172.016045) დამტკიცებულ ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ დანართ №1-ში შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 6: ,,მუხლი 6 1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება სასურველია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. 2. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია; გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ვ) ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილება; ზ) ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილება; თ) ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07 დადგენილება.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 7. ,,მუხლი 7. 1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; 2. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია; გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; დ),,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ ზ) ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილება; თ) ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილება; ი) ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07 დადგენილება.“ გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1 დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 8. ,, მუხლი 8. 1. ქალაქ ამბროლაურის მინიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) საშუალო ან პროფესიული განათლება ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება. გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; 2. ქალაქ ამბროლაურის მინიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია; გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; დ),,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილება; ზ) ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07 დადგენილება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები