ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.174.016036
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
36
19/11/2014
ვებგვერდი, 20/11/2014
190040000.35.174.016036
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/11/2014 - 13/04/2018)

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2014 წლის 19 ნოემბერი

ქ. გორი

 

თვითმმართველ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

      საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის  „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის გათვალისწინებით, დამტკიცდა „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი“. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესისა და პრინციპების მიხედვით,  ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის მიღება.

     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის და 2014 წლის 2 აგვისტოს № 1 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის" 81-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნათა თანახმად,   ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:


მუხლი 1
დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, დანართი №1-ის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე



დანართი 1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი

მუხლი 1. ამ წესის რეგულირების სფერო
  ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესს და პირობებს.

მუხლი 2. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში  სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან,ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.

2. პრემიის მიზანია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის  გაზრდა, აგრეთვე დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით,საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.


მუხლი 3. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს უშუალო ხელმძღვანელ პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს.

2. პრემიის გაცემის შესახებ მერიის თანამდებობის პირების  და მერიის სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის და სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ საკრებულოს თავმჯდომარე.


მუხლი 4. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

3. პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს  შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.

4. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის  დაშვება  შესაძლებელია „საჯარო დაწესებულებაში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.