შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ALTER ENERGY“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ALTER ENERGY“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2003
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017980
  • Word
2003
04/11/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.017980
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ALTER ENERGY“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2003

2014 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

შეზღუდული  პასუხისმგებლობის საზოგადოება „ALTER ENERGY“-ისათვის სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1.  ,,სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონის36-ემუხლისმე-2 პუნქტისშესაბამისად, მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ  სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული,ამგანკარგულებისდანართშიმითითებული არასასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთები, შესაბამისი  ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის  ვადით, სასყიდლიანი  აღნაგობის უფლებით, წლიური საზღაურით - 1 (ერთი) ლარი, გადასცეს შპს „ALTER ENERGY“-ის (ს/კ 445406515).

2.  ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს შპს  ,,ALTER ENERGY“-ის მიერ ამ განკარგულების დანართში მითითებული, აღნაგობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების, საქართველოს მთავრობას, სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს ,,ALTER ENERGY“-ის შორის 2012 წლის 27 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ნაკისრი  ვალდებულებების  შესრულების  მიზნით გამოყენება.

3.  საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა  - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამგანკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                              ი . ღარიბაშვილი

 

დანართი

ქონების ადგილმდებარეობა

საკადასტრო კოდი

ქონების დახასიათება

1

შუახევის მუნიციპალიტეტი, მდ. მოდულისწყალი

24.04.34.094

89  კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

2

შუახევის მუნიციპალიტეტი, მდ. მოდულისწყალი

24.04.34.095

312 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

3

შუახევის მუნიციპალიტეტი, მდ. მოდულისწყალი, მიმდებარე ტერიტორია

24.04.34.096

320 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

4

შუახევის მუნიციპალიტეტი, მდ. ტბეთის მიმდებარედ

24.06.34.197

321 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი