სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „საქელექტროდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „საქელექტროდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1966
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017959
  • Word
1966
31/10/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.017959
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „საქელექტროდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №19 66

2014წლის 31ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავიქონების  შპს , ,საქელექტროდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1.   „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის 365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის მუხათგვერდის სასაფლაოსაკენ მიმავალ გზაზე, 1981 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით- 89.28 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №01.10.06.002.002) პირდაპირი მიყიდვის ფორმით,1 (ერთი) ლარად , საკუთრებაშიგადაეცესშპს ,,საქელექტროდს“  (ს/კ 405002946) .

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების    საპრივატიზებო პირობებ ად განისაზღვროს:

ა)საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე ლითონის მზა ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

გ) ამ პუნქტის  ,,ბ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით,არანაკლებ 712722 (შვიდას თორმეტი ათას შვიდას ოცდაორი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა)  ინვესტიციის  არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;    

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან  არანაკლებ  2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი) ტონა რკალური შედუღების ელექტროდის  წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით: 

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის  50%-ის წარმოება. 

3. შპს  ,,საქელექტროდის“  მიერ  წარდგენილი, განსახორცილებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე  შესაბამისი  ნასყიდობის  ხელშეკრულების  გაფორმებასა და ამ  განკარგულების  მე-2  პუნქტის  „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  საპრივატიზებო  პირობების  შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების  საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

4.  საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამგანკარგულების შესრულების მიზნით,უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი . ღარიბაშვილი