ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 19/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016032
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
32
06/11/2014
ვებგვერდი, 11/11/2014
010250000.35.175.016032
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/11/2014 - 12/02/2018)

 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2014 წლის 6 ნოემბერი

ქ. მცხეთა

 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ’’ ქვეპუნქტის,  ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების საფუძველზე,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1 და №2-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი



    დანართი №1

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:           

 

CN = IMG  X  ITL X C X K, სადაც:

ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნორმატიული ფასი.

 

ბ) IMG - არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ მცხეთისათვის შეადგენს 0,63-ს;

 

გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

       გ) ა) ცენტრალური ზონისათვის - 70.02;

        გ) ბ) შუალედური ზონისათვის - 63.65;

        გ) გ) პერიფერიული ზონისათვის - 57.29;

 

დ) C - არის საქ. საგადასახადო კოდექსის შესაბამისად  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

 

ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში  უდრის 421 -ს;

 

 

ტერიტორია K

 

IMG

ITL

C

K

შუალედური ზონის

ნორმატიული

ფასის %

N

CN

ლარი

I. . მცხეთა  .

1. ცენტრალური

2. შუალედური

3. პერიფერიული

 

0.63

  -

  -

 

 

1.1

1

0.9

 

 

0.24

-

-

 

 

421

-

-

 

 

110

100

90

 

 

70.02

63,65

57,29

 

 


 

დანართი №2


ქალაქ მცხეთის ერთსაფეხურიანი ზონირება

1. ცენტრალურ ზონაში  (ბებრისციხიდან სადგურის ხიდამდე) მიწის ნორმატიული ფასი – 70.02  ლარი.

2. შუალედურ ზონაში (ღართიკარი  და სადგურის დასახლება) მიწის ნორმატიული ფასი – 63.65  ლარი.

3. პერიფერიულ ზონაში (ნარეკვავი, არმაზი) მიწის ნორმატიული ფასი - 57.29 ლარი.