დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 მაისის №777 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1956 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017949 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1956
2014 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 მაისის№777 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 მაისის №777 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 2014 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 59 ერთეულით;“;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) 2015 წლის 1 იანვრიდან სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 78 ერთეულით;“.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ძალაშია 2014 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ძალაშია „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის თარიღიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები