დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილი ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების პროექტის შექმნისათვის, ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერისა და ახალ სტრუქტურაზე გადასვლის გეგმის ფორმირებისათვის საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1927 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017920 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1927
2014 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილი ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების პროექტის შექმნისათვის, ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერისა და ახალ სტრუქტურაზე გადასვლის გეგმის ფორმირებისათვის საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში დაგეგმილი ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების პროექტის შექმნისათვის, ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერისა და ახალ სტრუქტურაზე გადასვლის გეგმის ფორმირებისთვის საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები