„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2518
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016267
2518
31/10/2014
ვებგვერდი, 03/11/2014
010170000.22.029.016267
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №2518

2014 წლის 31 ოქტომბერიო

ქ. თბილისი

 

 

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/08/2013, 010170000.22.029.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა (შემდგომში-დევნილთა) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ - დანართი №1.“

2. ბრძანების პირველი მუხლის, პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში“ (შემდგომში - წესი) (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა - დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“

ბ) წესის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამიზნე (დასახური) ობიექტი - მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი), რომელიც: ავარიულია და საფრთხეს უქმნის იქ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტების ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის და არც შეიძლება იყოს ადაპტირებული საცხოვრებელ ფართებად;“

გ) წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სამინისტრო, მისი ტერიტორიულ ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა, კონკრეტულ ობიექტზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების კონკრეტული პროექტის ფარგლებში, მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს  წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“

დ) წესის მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს:

ა) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილება ახდენს გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა  განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილების თანამშრომლის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული განყოფილების თანამშრომლი, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ ან დანართი №21 - „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ და დანართი №3 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთვოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ბ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება ახდენს, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით. თუ აღნიშნული განყოფილების მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დევნილთა დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, წინასწარი შედეგების სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.mra.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სამინისტროში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებული ქულებზე.

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას.

ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილებამ.

ვ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილება ახდენს, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული განყოფილების შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელს უფლება აქვს, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ დევნილი ოჯახისათვის მინიჭებული ქულა (ქულები) გაზარდოს, მხოლოდ დევნილი ოჯახის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული განყოფილების მიერ გადამოწმების საფუძველზე  აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

8. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა  და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. ტერიტორიული ორგანოების მიერ განაცხადების მიღებისა და მასზე თანდართული კითხვარის შევსების, ასევე მონაცემების მოძიება-გადამოწმების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადსა და მონიტორინგის ფორმას სამინისტროს მხრიდან ხელს აწერს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოხელე/მოხელეები, რომლებიც განისაზღვრებიან მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“

ე) წესის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები დაკმაყოფილდა ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული საცხოვრებელი ფართები სადარბაზოებისა და სართულების მიხედვით გაუნაწილდებათ,  დეპარტამენტის ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, დეპარტამენტის ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ, შესაძლებელია საცხოვრებელი ფართი დევნილ ოჯახს გადაეცეს კენჭისყრაში მონაწილეობის გარეშე.“

ვ) წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზებისას, კომისიამ, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გაითვალისწინოს დევნილთა ადგილობრივი განსახლების აუცილებლობა, რათა მოხდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დევნილი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელთან იმ მანძილზე, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნებას. გარდა  კრიტერიუმების შესაბამისი ქულებით დევნილი ოჯახის შეფასებისა, ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს ასევე ენიჭება დამატებით 2 ქულა, თუ იგი შეავსებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულ(ებ)ში არსებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის ფარგლებში, გარდა ქ. თბილისისა.“

3. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა - დანართი №3 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა - დანართი №3-ის შესაბამისად.

4. ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ - დანართი №4 და „სოციალური კრიტერიუმი“ - დანართი N5 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ - დანართი №4-სა და „სოციალური კრიტერიუმი“ - დანართი №5-ის შესაბამისად.

5. ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ - დანართი N6 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ - დანართი №6-ის შესაბამისად.

6. ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების“ (დანართი №7) მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

2. კომისიის მიერ განხილული საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა რაოდენობის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, განხილულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

3. კომისიის სხდომის მიმდინარეობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია წარედგინება მინისტრს.

5. მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს კომისიის მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები.

6. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას, მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი კომპეტენციისა და უფლებამოსილებების ფარგლებში.

7. კომისიის გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე დევნილთა განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე, კომისიის მიერ წარედგინება მინისტრს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, რაც წარმოადგენს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების, კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ გასანაწილებელ საცხოვრებელ ფართებში განსახლების საფუძველს.“

7. ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „მონიტორინგის ფორმა“ - დანართი N8 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული „მონიტორინგის ფორმა“ - დანართი №8-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი