საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახება
დოკუმენტის ნომერი 145
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2014
ძალაში შესვლის თარიღი 03/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016268
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
145
30/10/2014
ვებგვერდი, 31/10/2014
010320040.22.023.016268
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახება
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/10/2014 - 17/12/2014)

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №145

2014 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის პირველი ოქტომბრის N73 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 3 ნოემბრიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი



საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ  5-წლიანი გამოცდილება;
დ) საჯარო სამსახურში მუშაობის, საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციის და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ე) ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საერთაშორისო ნორმების, რომლებიც აფუძნებენ რადიაციული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს, აგრეთვე საერთაშორისო მოთხოვნების ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისადმი, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;
ზ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა;
თ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point – კარგად, Outlook – კარგად)  ცოდნა.

 


მუხლი 2. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ  4-წლიანი გამოცდილება;
დ) საჯარო სამსახურში მუშაობის, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ე) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საერთაშორისო ნორმების, რომლებიც აფუძნებენ რადიაციული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს, აგრეთვე საერთაშორისო მოთხოვნების ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისადმი, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ვ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა;
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point – კარგად, Outlook – კარგად)  ცოდნა.

მუხლი 3. ბირთვული  და  რადიაციული  უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიცენზირებისა და  რეესტრის სამმართველოს უფროსი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიცენზირებისა და რეესტრის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
ე) ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ) ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო რეკომენდაციების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ზ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა;
თ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Power Point – კარგად, Outlook – კარგად) ცოდნა.

 


მუხლი 4. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის  ლიცენზირებისა და რეესტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიცენზირებისა და რეესტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
ე) ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
ზ) ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო რეკომენდაციების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
თ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა;
ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Power Point – კარგად, Outlook – კარგად) ცოდნა.

 


მუხლი 5. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიცენზირებისა და რეესტრის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხეოების დეპარტამენტის ლიცენზირებისა და რეესტრის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, სამედიცინო ან იურიდიული მიმართულებით;
ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
გ) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
დ) ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე) სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Power Point – კარგად, Outlook – კარგად) ცოდნა.

მუხლი 6. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების  დეპარტამენტის  ინსპექტირებისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის  ინსპექტირებისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
ე) ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ) ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო რეკომენდაციების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ზ) დოზიმეტრულ ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
თ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის გამოცდილება;
ი) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Power Point – კარგად, Outlook – კარგად) ცოდნა.

მუხლი 7. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების  დეპარტამენტის  ინსპექტირებისა და რეაგირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის  ინსპექტირებისა და რეაგირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 - წლიანი გამოცდილება;
დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
ე) ნორმატიულ აქტებზე და ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ) დოზიმეტრულ ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის გამოცდილება;
თ) ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო რეკომენდაციების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ი) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად) ცოდნა.

მუხლი 8. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების  დეპარტამენტის  ინსპექტირებისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის  ინსპექტირებისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან სამედიცინო მიმართულებით; 
ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
გ) ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო რეკომენდაციების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
დ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად) ცოდნა.