დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 238 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.023.016362 |
238
29/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
010320040.22.023.016362
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე
ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
|
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ოქტომბრის N145 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან. |
|
დანართი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი |
1.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან და ფლობდეს სახელმწიფო ენას. |
2.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, სამედიცინო ან იურიდიული მიმართულებით; |
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; |
გ)
საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; |
დ)
ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება; |
ე)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საერთაშორისო ნორმების, რომლებიც აფუძნებენ რადიაციული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს, აგრეთვე საერთაშორისო მოთხოვნების ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისადმი, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 დეკემბრის N237 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების ცოდნა; |
ვ)
ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა ; |
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point – კარგად, Outlook – კარგად) ცოდნა. |
მუხლი 2.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსი |
1.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსის
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
|
2.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
|
ა)
უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; |
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; |
გ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; |
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საერთაშორისო ნორმების, რომლებიც აფუძნებენ რადიაციული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს, აგრეთვე საერთაშორისო მოთხოვნების ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისადმი, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებისა და ,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 დეკემბრის N237 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების ცოდნა; |
ე)
ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა; |
ვ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point – კარგად Outlook – კარგად) ცოდნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები