დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.35.110.016178 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
38
27/10/2014
ვებგვერდი, 31/10/2014
010340000.35.110.016178
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/10/2014 - 31/10/2014)
|
საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 და "საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილებების შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი N1). |
| მუხლი 2 |
ამ დადგნილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
| მუხლი 1 |
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73 ბრძანების დანართით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ცოდნის გარდა დამატებით მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომინიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და internet Explores-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
| მუხლი 2 |
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, თანამდებობაზე სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის უნარები, მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 3 |
გამგებლის თანაშემწის და გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე, სასურველია ბაკალავის ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები (გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე უპირატესობა მიენიჭოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ პირს).
მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, სასურველია ბაკალავის ხარისხი და ერთი წლის მუშაობის სტაჟი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 4 |
უმცროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სასურველია ბაკალავრის აკადემიური ხარისხი პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
2.
17/09/2015 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
32 -
ვებგვერდი, 22/09/2015
1.
31/10/2014 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
42 -
ვებგვერდი, 06/11/2014
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 17/09/2015
გამოქ. თარიღი : 22/09/2015
დოკუმენტის ნომერი : 32
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის #38 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1
მიღების თარიღი : 31/10/2014
გამოქ. თარიღი : 06/11/2014
დოკუმენტის ნომერი : 42
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები