დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.35.110.016182 |
42
31/10/2014
ვებგვერდი, 06/11/2014
010340000.35.110.016182
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №38 დადგენილების დანართი №1-ში (www.matsne.gov.ge, 31.10.2014 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010340000.35.110.016178) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
| მუხლი 1 |
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73 ბრძანების დანართით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ცოდნის გარდა დამატებით მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომინიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel ) და internet Explores-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
| მუხლი 2 |
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, თანამდებობაზე სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 3 |
ა) გამგებლის თანაშემწის და გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე, სასურველია ბაკალავრის ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები (გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე უპირატესობა მიენიჭოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ პირს);
ბ) მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, სასურველია ბაკალავრის ხარისხი, აუცილებელია საშუალო (სპეცილური განათლება) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 4 |
უმცროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სასურველია ბაკალავრის აკადემიური ხარისხი აუცილებელია საშუალო (სპეცილური განათლება) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები