დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020030.35.176.016048 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/10/2014 - 08/02/2018)
|
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების
შ ე ს ა ხ ე ბ |
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის , „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და მე–4 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი. |
| მუხლი 2 |
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართისათვის - 1 კვადრატული მეტრი 1 (ერთი) ლარის ოდენობით, აგრეთვე ხაზობრივი ნაგებობებისათვის (რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი, ელ. გადაცემის ხაზები, ელ. კავშირი, არხები და სხვა) - 1 კვადრატული მეტრი 1 (ერთი) ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
მოსაკრებლის თანხა მთლიანად ჩაირიცხოს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის
ინსტრუქცია |
ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. მშენებლობის ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა - ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში. 2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები ნებართვაში მითითებულ ვადებში. მუხლი 2. მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირი. მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომელთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა. მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლებულია: ა) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა; ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100 % - იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს 2016 წლის 01 იანვრამდე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები