სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.168.016135
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
37
22/10/2014
ვებგვერდი, 27/10/2014
210020010.35.168.016135
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/10/2014 - 17/02/2017)

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №37

2014 წლის 22 ოქტომბერი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე  მუხლის მე-2 ნაწილის  ,,დ.ბ“  ქვეპუნქტის,   ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3, მე-4,  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა   და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის   ადგილობრივი მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა )  ოდენობა  1 კვ/მ -ზე  1 ლარის  ოდენობით.
მუხლი 2
1. სახელმწიფოს  100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლდნენ  მშენებლობის ( გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის  ვალდებულებისაგან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით პირველ პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე.
3. პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი მოქმედებს 2016 წლის 1  იანვრამდე.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის  5 თებერვლის  №3 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შესახებ“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი