„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.168.016347
10
29/03/2022
ვებგვერდი, 30/03/2022
210020010.35.168.016347
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2022 წლის 29 მარტი

ქ. სიღნაღი

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/10/2014 წ., 210020010.35.168.016135)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
პირველი  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი (გარდა ხაზოვანი ნაგებობის, განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)  განისაზღვროს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 2 ლარის ოდენობით.

2.  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობების (საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი და სხვ.) მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი განისაზღვროს თითოეული გრძივი მეტრისთვის -1 (ერთი) ლარის ოდენობით. 

3.  ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარის ოდენობით, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარის ოდენობით.

4.  სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით და საკრებულოს გადაწყვეტილებით მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება განთავისუფლდეს ან შეღავათი დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი