ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 938
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016386
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
938
28/11/2014
ვებგვერდი, 28/11/2014
140130000.22.034.016386
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/11/2014 - 29/12/2025)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი 

ბრძანება №938/350

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. შეიქმნას ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები.

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის  უფროსის მიერ.

3. მხარეები წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს ჯგუფის წევრების ვინაობას, დაკავებულ თანამდებობას და საკონტაქტო ინფორმაციას.

მუხლი 2
დამტკიცდეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური



დანართი
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი) მიზანია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.

2. სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის N386 დადგენილებით, ამ ბრძანებით, ასევე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.


მუხლი 2. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება
1. სამუშაო ჯგუფი  ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით:

ა) ახორციელებს მონიტორინგს ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანასა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანაზე;

ბ) მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული  საფრთხეებისა და რისკების შეფასებას და ანალიზს;

გ) შეიმუშავებს წინადადებებს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციასთან, გამოვლენასა და აღკვეთასთან დაკავშირებით და წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს;

დ) მონაწილეობას იღებს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში.

 2.  დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის წევრები, რომლებიც აღჭურვილი არიან შესაბამისი სამსახურებრივი უფლებამოსილებით, ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

3. სამუშაო ჯგუფი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით იყენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში არსებულ ელექტრონულ ინფორმაციას, მათ შორის, მონაცემთა ბაზებს, საინფორმაციო და სააღრიცხვო ბარათებს, კარტოთეკებს და მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელ სხვა საშუალებებს.

4. სამუშაო ჯგუფი თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო პირებსა და ორგანიზაციებთან.