საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 412
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 09/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020070.08.002.016960
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
412
09/10/2014
ვებგვერდი, 16/10/2014
190020070.08.002.016960
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/10/2014 - 27/11/2018)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №412

2014 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად, ასევე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი





საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესი

 

მუხლი 1. წესის მიზანი

 ამ წესის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის (შემდეგში - ადმინისტრაცია) მიერ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის (შემდეგში - ფონდი) განკარგვის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

მუხლი 2. ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზნობრიობა

1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.

2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზნობრიობასა და ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი განკარგულებით.

3. ფონდიდან თანხა გამოიყოფა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების გათვალისწინებით, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დამკვიდრების ან/და განვითარების ხელშეწყობის, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სხვა მიზნობრიობის შესაბამისად და ოდენობით.

მუხლი 3. თანხის გამოყოფის ზოგადი პროცედურა

1. ფონდიდან თანხა გამოიყოფა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ან შემოსული განცხადების საფუძველზე. ორივე შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობასა და ორგანიზებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.

2. ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს. განცხადება შესაბამისი მსვლელობისათვის ბარდება ადმინისტრაციის კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტს ან ფოსტით ეგზავნება ადმინისტრაციას.

3. ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავებას, სისტემატიზაციასა და შენახვას უზრუნველყოფს ადმინისტრაციის უფროსის სამდივნო (შემდეგში - სამდივნო).

4. ფონდიდან დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. იმ შემთხვევაში, თუ მიმღებისათვის გადასაცემი თანხა ფონდიდან მიზნობრივად გამოეყოფა ადმინისტრაციას, თანხის გადარიცხვას ახორციელებს ადმინისტრაციის საფინანსო დეპარტამენტი.

5. ამ წესის შესაბამისად, ფონდიდან თანხის ადმინისტრაციის საჭიროებისათვის გამოყოფის შემთხვევაში, თანხის განკარგვა ხორციელდება  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით შესაძლებელია შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი (შემდეგში - ჯგუფი).

7. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჯგუფისათვის პროექტის განსახილველად გადაცემის შემთხვევაში, ჯგუფის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ადმინისტრაცია.

მუხლი 4. ჯგუფის შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა

1. ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ საზოგადოების წარმომადგენლები არასამთავრობო, სამეცნიერო ან/და ბიზნესის სექტორიდან.

2. ჯგუფი უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება არანაკლებ სამი წევრისა. ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ  წევრთა არანაკლებ 1/3-ის თანხმობით.

3. ჯგუფში საქმიანობა არ ანაზღაურდება.

4. ჯგუფის წინადადებები ფიქსირდება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე თითოეული წევრი.

5. დაფინანსების საკითხის განხილვისას ინტერესთა კონფლიქტი არსებობს, თუ ჯგუფის წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია კონკრეტული პროექტის/დახმარების დაფინანსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგებით, ან არის დაფინანსების საკითხის ინიციატორის ნათესავი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

6. ინტერესთა კონფლიქტის არსებობა გამორიცხავს ამ მუხლის  მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირების მონაწილეობას დაფინანსების საკითხის განხილვის პროცესში.

მუხლი 5. მონიტორინგი და საჯაროობა

1. დაფინანსების შემთხვევაში, ადმინისტრაცია სამდივნოს მეშვეობით უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს დაფინანსების მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის უზრუნველსაყოფად, სამდივნო უფლებამოსილია დაფინანსებული პირებისაგან მოითხოვოს დაფინანსების მიზნობრივად ხარჯვის შესახებ შუალედური ან/და საბოლოო ინფორმაცია.

3. ინფორმაცია ფონდიდან გაცემული დაფინანსების შესახებ საჯაროა, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.