„საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 9 ოქტომბრის №412 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 17/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020070.08.002.017046
467
27/11/2018
ვებგვერდი, 03/12/2018
190020070.08.002.017046
„საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 9 ოქტომბრის №412 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 
საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №467

2018 წლის 27 ნოემბერი

ქ.თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 9 ოქტომბრის №412 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 9 ოქტომბრის №412 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 16/10/2014, 190020070.08.002.016960) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავებას, სისტემატიზაციასა და შენახვას უზრუნველყოფს საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი).“.

2. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაფინანსების შემთხვევაში, ადმინისტრაცია დეპარტამენტის მეშვეობით უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს დაფინანსების მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის უზრუნველსაყოფად, დეპარტამენტი უფლებამოსილია დაფინანსებული პირებისაგან მოითხოვოს დაფინანსების მიზნობრივად ხარჯვის შესახებ შუალედური ან/და საბოლოო ინფორმაცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი