ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 30/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016148
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
48
09/10/2014
ვებგვერდი, 16/10/2014
010250050.35.127.016148
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/10/2014 - 10/11/2014)

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2014 წლის 9 ოქტომბერი

ქ. ზესტაფონი     

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი N 1-ისა შესაბამისად.
მუხლი 2
1. დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო   მოთხოვნები დანართი N2-ის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

მუხლი 3
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე

დანართი N 1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეს:

1. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ” ევროპული ქარტია;

გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

2. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;

გ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.

მუხლი 2. აპარატის უფროსი

1. საკრებულოს აპარატის უფროსს, ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ხელმძღვანელ ან წამყვან თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სექტორში) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა.

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის) კარგ დონეზე ცოდნა;

მუხლი 3. განყოფილების უფროსი

1. განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა)  საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ)  მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.

მუხლი 4. თანაშემწე

1. თანაშემწეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

მუხლი 5. აპარატის  მთავარი სპეციალისტი - იურიდიულ საკითხებში

1. საკრებულოს აპარატის მთავარ  სპეციალისტს - იურიდიულ საკითხებში ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) იურისტად  მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა;

დ) კომპიუტერული პროგრამის ,,კოდექსი“  ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.

მუხლი 6. აპარატის  წამყვანი სპეციალისტი

1. საკრებულოს აპარატის წამყვან სპეციალისტს ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.

მუხლი 7. აპარატის უფროსი სპეციალისტი

1. საკრებულოს აპარატის  სპეციალისტს გარდა ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა, აგრეთვე მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

დანართი N2
ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისსაჯარო მოხელეებს:

1.გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება, შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ” ევროპული ქარტია;

გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

2. გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა;

გ) იმ სამსახურის დებულების  და  ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ  ვაკანტურ თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს.

მუხლი 2. გამგებლის წარმომადგენელი

1. გამგებლის წარმომადგენელს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.

მუხლი 3. განყოფილების უფროსი

1. განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ)  მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.

მუხლი 4. გამგებლის თანაშემწე

1. თანაშემწეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.

მუხლი 5. სამსახურის მთავარი  სპეციალისტი

1. სამსახურის მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.

მუხლი 6. სამსახურის   წამყვანი სპეციალისტი

1. სამსახურის წამყვან  სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.

მუხლი 7. სამსახურის უფროსი სპეციალისტი

1. სამსახურის უფროს  სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 8. სამსახურის  სპეციალისტი

1. სამსახურის   სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: