დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.127.016153 |
|
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №48 დადგენილების (სსმ.ვებგვერდი, 16/10/2014;სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016148) №1 დანართში:
1) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი 5. აპარატის მთავარი სპეციალისტი - იურიდიულ საკითხებში 1. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს - იურიდიულ საკითხებში ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამის ,,კოდექსი“ ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.“ 2) №1 დანართს დაემატოს მე-9 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი 9. გამოსაცდელი ვადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებისათვის გამოსაცდელი ვადა განისაზღვროს 3 თვით.“ |
| მუხლი 2 |
შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №48 დადგენილების (სსმ.ვებგვერდი, 16/10/2014;სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016148) N2 დანართში:
1) N2 დანართს დაემატოს მე-9 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი 9. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსს, იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტს, წამყვან სპეციალისტს, უფროს სპეციალისტს და სპეციალისტს აუცილებლად მოეთხოვება იურიდიული უმაღლესი განათლება.“ 2 ) №2 დანართს დაემატოს მე-10 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი 10. გამოსაცდელი ვადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეებისათვის გამოსაცდელი ვადა განისაზღვროს 3 თვით.“ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები