დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1759 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017763 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1759
2014 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში გამოცხადებული ტენდერებიდან წარმოქმნილმა ეკონომიამ შეადგინა – 3 939 777.0 (სამი მილიონ ცხრაას ოცდაცხრამეტი ათას შვიდას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი.
2. უფლება მიეცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში, ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია გამოიყენოს ამავე პროგრამის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები