დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016189 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/10/2014 - 07/05/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის, ,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი დანართი №1.შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ხარაგაულის საპატიო მოქალაქის დიპლომის ფორმა დანართი №2.
|
მუხლი 3.
დამტკიცდეს ხარაგაულის საპატიო მოქალაქის მედალის ფორმა დანართი №4.
|
დამტკიცდეს ხარაგაულის საპატიო მოქალაქის მოწმობის ფორმა დანართი №3.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ხარაგაულის საპატიო მოქალაქის მედალის ფორმა დანართი №4.
|
| მუხლი 5 |
.ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 05 აგვისტოს №20 დადგენილება ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ,( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 08/08/2013)
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი |
| მუხლი 1 |
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს. 2. ხარაგაულის საპატიო მოქალაქის (შემდგომში – საპატიო მოქალაქის) წოდება შეიძლება მიენიჭოს, როგორც საქართველოს მოქალაქეს ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ. 3. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ხარაგაულელთა ყველა თაობისათვის. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო. 4. საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარების, აგრეთვე ადამიანთა უფლებების და თავისუფლების, უანგარო სიქველის და სიმამაცის, პატივგებისა და აღიარებისა. 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა შეუძლია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოსთან შეთანხმებით გამგებლის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო“. 6. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდება, უფლება აქვს უარი თქვას ამ წოდებაზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტის გამგებელს. განგებელი უფლებამოსილია, განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. |
| მუხლი 2 |
.ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება
1. ხარაგაულის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს: ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ხარაგაულის და ქვეყნის წინაშე; ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ხარაგაულის წინაშე ან/და ხარაგაულთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. 2. ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე გარდაცვალების შემდეგ.
|
| მუხლი 3 |
. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენება
1.ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს : ა) საქართველოს პარლამენტის წევრს; ბ) მხარის რწმუნებულს-გუბერნატორს; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს; ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს; ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებას; ზ) საინიციატივო ჯგუფს, ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა. 2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს: ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) საპატიო მოქალაქეობის კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი დამოწმებული ასლი; გ) საპატიო მოქალაქეობის კანდიდატის ორი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე; დ) საპატიო მოქალაქეობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე ე) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები; ვ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები; 3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ამ დანიშნულებით შექმნილი კომისია. 4. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ. 5. კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და არსებული დოკუმენტაცია შეაქვს განსახილველად მუნიციპალიტეტის გამგებელთან. 6. გამგებელი წარმოდგენილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატურისათვის საპატიო წოდების მინიჭების ან უარის თქმის თაობაზე. |
| მუხლი 4 |
ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
1. ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. ხარაგაულის საპატიო მოქალაქეს ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა საპატიო მოქალაქის მოწმობა, დიპლომი და მედალი. 3. .საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება,მოწმობის, დიპლომის და მედლის გადაცემა ხდება დაწესებულ სახალხო დღესასწაულზე ,,ხარაგაულობის“ ზეიმზე ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დროს გამგებლის გადაწყვეტილებით. 4. მოქალაქეს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქრები ან ფულადი ჯილდო. 5 . მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა საპატიო მოქალაქის წოდება, შესაბამის მოწმობას, დიპლომს და მედალს გადასცემს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
|
| მუხლი 5 |
საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირის (საპატიო მოქალაქის) უფლებები
1. საპატიო მოქალაქე, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე. 2. საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში; ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ხარაგაულელის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე. |
| მუხლი 6 |
ხარაგაულის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობის, დიპლომისა და მედლის დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
|
დანართი №2
ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ დიპლომის ფორმა |
ხარაგაულის საპატიო მოქალაქის” დიპლომი ჩასმულია ყდაში, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით ჩადებულია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფონზე შუაზე გადაკეცილი A4 ტიპის ფორმატი, რომლის მარცხენა მხარეს დატანილია ქართული, ხოლო მარჯვენა მხარეს ინგლისური ტექსტი
|
დანართი №3
ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა |
,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის” მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს, ამოტვიფრულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს ცენტრში დატანილია წარწერა ხარაგაულის საპატიო მოქალაქე“, ქვემოთ განთავსებულია ფოტოსურათი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტექსტი ქართულ ენაზე
|
დანართი №4
,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის” მედლის ფორმა |
,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის” მედალი წარმოადგენს თითბერის მასალისაგან დამზადებულ დისკოს 40მმ დიამეტრით და 3 მმ სისქით, რომლის წინა მხარეს დატანილია ხარაგაულისგერბის ესკიზი, ხოლო უკანა მხარეს წარწერა – ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქე’’ მედლის ნომრის მითითებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები