დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №44 დადგენილებაში „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016330 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №44 დადგენილებაში „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №44 დადგენილებაში „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ “ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , ვებგვერდი , 10/10/2014) 1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის მე -5 და მე -6 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით : „5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა შეუძლია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოსთან შეთანხმებით მერის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე , „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის “ წოდების მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო . „6. მოქალაქეს , რომელსაც მიენიჭა ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდება , უფლება აქვს უარი თქვას ამ წოდებაზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტის მერს . მერი უფლებამოსილია , განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება “. 2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით : „ე ) მუნიციპალიტეტის მერს “. 3. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე -3 მუხლის მე -2, მე -3, მე -5 და მე -6 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით : „2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს , რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს “. „3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ამ დანიშნულებით შექმნილი კომისია “. „5. კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და არსებული დოკუმენტაცია შეაქვს განსახილველად მუნიციპალიტეტის მერთან . „6. მერი წარმოდგენილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატურისათვის საპატიო წოდების მინიჭების ან უარის თქმის თაობაზე “. 4. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე -4 მუხლის პირველ , მე -3-და მე -5 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით : „1. ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი “. „3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება , მოწმობის , დიპლომის და მედლის გადაცემა ხდება დაწესებულ სახალხო დღესასწაულზე „ხარაგაულობის “ ზეიმზე ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დროს მერის გადაწყვეტილებით “. „5. მოქალაქეს , რომელსაც მიენიჭა საპატიო მოქალაქის წოდება , შესაბამის მოწმობას , დიპლომს და მედალს გადასცემს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი “. 5 .შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე -6 მუხლში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით : „მუხლი 6. ხარაგაულის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობის , დიპლომისა და მედლის დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია “. 6. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ №2 დანართში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით : „დანართი №2 „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ დიპლომის ფორმა „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის” დიპლომი ჩასმულია ყდაში, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით ჩადებულია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფონზე შუაზე გადაკეცილი A4 ტიპის ფორმატი, რომლის მარცხენა მხარეს დატანილია ქართული, ხოლო მარჯვენა მხარეს ინგლისური ტექსტი.
“. 7. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ №3 დანართში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „დანართი №3 ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს, ცენტრში დატანილია წარწერა „ხარაგაულის საპატიო მოქალაქე“, ქვემოთ განთავსებულია ფოტოსურათი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტექსტი ქართულ ენაზე.
“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები