ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 19/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.117.016217
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39
07/10/2014
ვებგვერდი, 13/10/2014
010320040.35.117.016217
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/10/2014 - 03/02/2015)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2014 წლის 7 ოქტომბერი

ქ. ამბროლაური

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტების, „საჯარო სამსახურის  შესახებ“   საქართველოს   კანონის  მე-19  მუხლის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს "ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები" (დანართი №1).
მუხლი 2
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა მუნიციპალიტეტის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი



დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეს მოეთხოვება შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Exel) და Internet Explores - ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

გ) საკრებულოს რეგლამენტი;

დ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება;

ე) პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, აქტიურობა, კოლეგიურობა.

2. ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის  ყველა საჯარო მოსამსახურისათვის სავალდებულოა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების დანართით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ცოდნა, მათ შორის:

ა) საქართველოს კონსტიტუცია:

ა.ა)  საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმა;

ა.ბ) სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა;

ა.გ) საქართველოს პარლამენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები;

ა.დ) საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები;

ა.ე) საქართველოს მთავრობის სტატუსი, ფორმირების წესი და უფლებამოსილებები;

ა.ვ) სასამართლო ხელისუფლების სისტემა;

ა.ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი;

ა.თ) სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების წესი, გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების წესი;

ა.ი) სახელმწიფოს თავდაცვის ძირითადი პრინციპები, ეროვნული უშიშროების საბჭოს   სტატუსი;

ა.კ) ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;

ა.ლ) საქართველოს მოქალაქეობა.

ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“:

ბ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია;

ბ.ბ)ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის სფერო;

ბ.გ) ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ადმინისტრაციული საზღვრების დაცვა;

ბ.დ)შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურები და ხელისუფლების ადგილობრივ  ორგანოთა ამოცანების წყარო;

ბ.ე) ადგილობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების პირობები;

ბ.ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ადმინისტრაციული ზედამხედველობა;

ბ.ზ) ადგილობრივითვი თმმართველობის ფინანსური სახსრები;

ბ.თ) ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლება გაერთიანებაზე;

ბ.ი) ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი დაცვა.

გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

გ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება;

გ.ბ) თვითმმართველი ერთეული;

გ.გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზება;

გ.დ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება;

გ.ე)  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები;

გ.ვ)  მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;

გ.ზ) თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სისტემა;

გ.თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;

გ.ი) მუნიციპალიტეტის ქონება;

გ.კ) მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა;

გ.ლ) მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის აუდიტი;

გ.მ)  პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა;

გ.ნ) სამხარეო საკონსულტაციო საბჭო;

გ.ო) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ.ა) საჯარო სამსახურის ცნება და სახეები;

დ.ბ) საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები;

დ.გ) საჯარო სამსახურში მიღება და სამსახურიდან გათავისუფლება;

დ.დ) საჯარო მოსამსახურის უფლებები და გარანტიები;

დ.ე) საჯარო სამსახურში თანამდებობათა რანგირება და მოხელის საკლასო ჩინი;

დ.ვ) დაწესებულების შინაგანაწესი;

დ.ზ) საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები;

დ.თ) დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის ზომები;

დ.ი)  სამოხელეო დავების გადაწყვეტის წესი;

დ.კ) საჯარო სამსახურის საბჭო და საჯარო სამსახურის ბიურო;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი:

ე.ა) ადმინისტრაციული წარმოების სახეები;

ე.ბ)  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავი - ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოება;

ე.გ) ადმინისტრაციული წარმოების წესი კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში;

ე.დ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

ე.ე)  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და რეკვიზიტები;

ე.ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა;

ე.ზ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადების, ოფიციალური გაცნობის და გამოქვეყნების წესები;

ე.თ)  საჯარო ინფორმაციისა და საიდუმლო ინფორმაციის ცნებები; ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია;

ე.ი)  საჯარო რეესტრი, საჯარო ინფორმაციის გაცემა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აღმასრულებელი პრივილეგია.

ვ) უნარ-ჩვევები.

მუხლი 2
 გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსს, თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, მოეთხოვება შესაბამისი კვალიფიკაციის უმაღლესი განათლება და არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.
მუხლი 3
საკრებულოს აპარატის უფროსს, თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, მოეთხოვება უმაღლესი განათლება და არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.
მუხლი 4
ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, მოეთხოვება არანაკლებ სრული საშუალო განათლება. სასურველია უმაღლესი განათლება და ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.
მუხლი 5
მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სასურველია უმაღლესი განათლება და მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.
მუხლი 6
წამყვანი სპეციალისტის,  უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, მოეთხოვება არანაკლებ სრული საშუალო განათლება.