„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 19/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.117.016251
08
03/02/2015
ვებგვერდი, 06/02/2015
010320040.35.117.016251
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №08

2015 წლის 3 თებერვალი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების  დამტკიცების  შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის N39 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ N1–ში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სასურველია უმაღლესი განათლება და მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის:

ა) იურიდიულ საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი იურიდიული განათლება და მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

ბ) საორგანიზაციო საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.“;

ბ) მე–6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წამყვანი სპეციალისტის,  უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, მოეთხოვება არანაკლებ სრული საშუალო განათლება.

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო საკითხებში წამყვანი სპეციალისტის,  საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში წამყვანი სპეციალისტისა და საქმისწარმოების საკითხებში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ სრული საშუალო განათლება.“;

გ) დანართ N1–ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–7 მუხლი:

მუხლი 7

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ სრული საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება და მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი