დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (გვალვა) შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის, ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016134 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
36
03/10/2014
ვებგვერდი, 10/10/2014
010250050.35.168.016134
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (გვალვა) შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის, ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/10/2014 - 31/05/2016)
|
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (გვალვის) შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის, ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (გვალვის) შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის, ცნობის (განკარგულების) გაცემის წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (გვალვის) შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის, ცნობის (განკარგულების) გაცემის წესი
|
ეს წესი ვრცელდება საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტიქიის(გვალვის) შედეგად მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევაზე . |
| მუხლი 1 |
საკრებულოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის საფუძვლად განისაზღვროს საკრებულოს გადაწყვეტილებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნა, შემდეგი დართული მასალებით: |
1.
სამუშაო ჯგუფის მიერ კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის შედგენილი დათვალიერების აქტი ( ფოტო-მასალა, სიტუაციური აღწერილობა). |
2.
მოსავლის განადგურების სხვა მიზეზის გამორიცხვის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი : |
ა)
ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობა გვალვიანობის შესახებ; |
ბ)
მიწის ნაყოფიერების დამადასტურებული დოკუმენტი (დასკვნა ნიადაგის გამოკვლევაზე, გაცემული ლაბორატორიის მიერ, ნიადაგის ლაბორატორიული ტესტირება); |
გ)
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების აგროტექნიკურ ვადებში ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები. |
3.
მოსავლის განადგურების პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის მიზნით ინფორმაცია ჩატარებული საკონტროლო ჭრის შესახებ. |
| მუხლი 2 |
პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის ვადად განისაზღვროს 20 კალენდარული დღე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები