დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016188 |
10
31/05/2016
ვებგვერდი, 03/06/2016
010250050.35.168.016188
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ,,საქართველოს კანონის საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის ცნობის (განკარგულების) გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (გვალვის) შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის, ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ოქტომბრის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10/10/2014 , 010250050.35.168.016134)“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის ცნობის (განკარგულების) გაცემის წესი
|
ეს წესი ვრცელდება ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევებზე . |
| მუხლი 1 |
საკრებულოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის საფუძვლად განისაზღვროს საკრებულოს გადაწყვეტილებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნა შემდეგი დართული მასალებით: |
1.
საკრებულოს ან გამგებლის ადმინისტრაციული აქტით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის შედგენილი დათვალიერების აქტი ( ფოტო-მასალა, სიტუაციური აღწერილობა); |
2.
გვალვის შემთხვევაში მოსავლის განადგურების სხვა მიზეზის გამორიცხვის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი: |
ა)
ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობა სტიქიის შესახებ; |
ბ)
მიწის ნაყოფიერების დამადასტურებული დოკუმენტი (დასკვნა ნიადაგის გამოკვლევაზე, გაცემული ლაბორატორიის მიერ, ნიადაგის ლაბორატორიული ტესტირება); |
გ)
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების აგროტექნიკურ ვადებში ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები; |
დ)
მოსავლის განადგურების პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის მიზნით ინფორმაცია ჩატარებული საკონტროლო ჭრის შესახებ (შესაძლებლობის შემთხვევაში). |
3.
საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით საკითხის შესასწავლად შესაძლოა მოითხოვნილ იქნეს სხვა დოკუმენტაციაც. |
| მუხლი 2 |
პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის ვადად განისაზღვროს 20 კალენდარული დღე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები