„ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016445
26
07/05/2018
ვებგვერდი, 15/05/2018
010250050.35.162.016445
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №26

2018 წლის 7 მაისი

ქ. ახმეტა

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/10/2014, 010250050.35.162.016268) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ი მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის მერი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5

„1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს. მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში წინადადებას და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს მერს.

2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.“

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ი მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება „ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში“, რომელიც ინახება მუნიციპალიტეტის მერიაში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. „ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნს“, ბრძანებით ამტკიცებს მერი.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი



„დანართი 2

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის ფორმა

(ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბი)

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობა

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

 

 

ბატონ /ქალბატონ      -------------------         -------------------------------------------

                      სახელი                                          გვარი

 

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის 20..  წლის -------------- № ----  ბრძანებით.

 

 

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი: