დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.136.016153 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/10/2014 - 30/11/2017)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ-გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმა (დანართი №1 და №2);
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 თებერვლის №4 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების
განაწილების წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
ეს წესი განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესს.
|
მუხლი 2.
ხულოს მუნიციპაიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები. |
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით;
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება; 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური პიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა); 4. ასიგნებების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში- გამგებელი) სამართლებრივი აქტის (ბრძანების ) საფუძველზე. 5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის/ღონისძიების დამატება (პროგრამის/ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელების შეცვლა, პროგრამული კოდის დამატება) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით გამგებელი უფლებამისილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ესცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით წარედგინება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
|
მუხლი 3.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების განაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება.
|
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ხულოს მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურს (შემდგომში - საფინანსო სამსახური) ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. მიმართვაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილ უნდა იქნას სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არსებობის თაობაზე.
2. მოთხოვნა საფინანსო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერით, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 3. საფინანსო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გამგებელს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების განაწილების თაობაზე. 4. განაწილების თაობაზე გამგებლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგებელი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ საფინანსო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა. 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 7. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი №2). გეგმის ცვლილების ცნობა დგება სამ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილებას, მეორე გადაეცემა საფინანსო სამსახურის სახაზინო განყოფილებას, ხოლო მესამე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას. 8. გეგმის ცვლილების ცნობით ასევე შესაძლებელია დაზუსტდეს სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 9. სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
დანართი №2
ხულოს მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახური გეგმის ცვლილების ცნობა
20--------- წლის ----------- -------------
--------------------------------------------------------------------------------- (საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, ორგ.კოდი)
-------------------------------------------------------------------- ცვლილების საფუძველი,სამართლებრივი აქტი თარიღი, ნომერი
-----------------------------------------------------------------------------------------------(ცვლილების შინაარსი)
(ლარებში)
დაფარვის ან მიმართვის წყარო: 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება 2. სარეზერვო ფონდი 3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი 4. დანარჩენი ცვლილება საფინანსო სამსახურის უფროსი: საბიუჯეტო განყოფილების უფროსი:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები