დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „შოდას” აქციონერთა საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „შოდა“ |
| მიღების თარიღი | 02/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „შოდას” აქციონერთა გამართვის შესახებ
გაცნობებთ, რომ 2014 წლის 1 ნოემბერს 18:00 საათზე გაიმართება სს „შოდას” აქციონერთა საერთო კრება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. №69.
კრების დღის წესრიგი:
1. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში 2014 წლის 16 სექტემბერს სს „შოდას“ ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის შედეგების შესახებ.
2. 2014-2015 წლებში სს „შოდას” განვითარების კონცეფციის შეჩერება და ამ წლებში სამოქმედო გეგმის პრინციპების დადგენა.
3. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის შრომის ანაზღაურების გაცემის შეწყვეტის შესახებ.
4. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სს „შოდას“ დირექტორატში (მის.: თბილისი, ნინოშვილის ქუჩა №69), ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე.
სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციებს უწევენ, რომ აქციონერებმა მხარი დაუჭირონ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხების დადებითად გადაწყვეტას.
კრების მოწვევამდე 10 დღის ვადაში შესაძლებელია კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლება შეამოწმოთ სს „შოდას“ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“, მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა.
სს „შოდას“ დირექტორი სპარტაკ ჩალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები