„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესში“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 25/09/2014
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016049
9
25/09/2014
ვებგვერდი, 26/09/2014
010240060.57.069.016049
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესში“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №9

2014 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესში“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30.11.2010, 010240060.21.014.016005) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ სხვა ორგანოს ან/და თანამდებობის პირს.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. მხარეები უფლებამოსილი არიან, გაასაჩივრონ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. მე-2 მუხლის

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილების შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში ატვირთვიდან არაუგვიანეს 15 დღეში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჩივარი საბჭოში წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონულად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო განცხადებაში არსებული სისტემური ღილაკის მეშვეობით. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და საბჭოში წარდგენილ უნდა იქნეს დანართ №1-ით დამტკიცებული ფორმით და დანართი № 2-ის შესაბამისად. საბჭოში საჩივრის წარდგენა შესაძლებელია 09:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა.“.

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს სხდომა ტარდება საბჭოში (ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8). იმ შემთხვევაში, თუ სხდომა ტარდება წესის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საბჭოს წევრს/წევრებს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომაში ვიდეოკონფერენციის საშუალებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბერს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე