ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340010.35.114.016218
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
37
24/09/2014
ვებგვერდი, 30/09/2014
010340010.35.114.016218
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/2014 - 04/02/2015)

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №37

2014 წლის 24 სექტემბერი

დ. ჩოხატაური

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
ამ დადგენილებით განსაზღვრულით დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა გამგეობის საჯარო მოხელის შტატით გათვალისწინებული თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე



                                                                                                                          დანართი

                  

  

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო  მოთხოვნები

მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი დანიშვნითი     თანამდებობისთვის  დგება საკვალიფიკაციო მოთხოვნა.

2. საკვალიფიკაციო მოთხოვნით განისაზღვრება თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, განათლება, ცოდნა და უნარ-ჩვევები. 

3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას, სამუშაო სტაჟს, აგრეთვე დამატებით ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.


მუხლი 2. საერთო მოთხოვნები გამგეობის საჯარო მოხელეთათვის
1.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ)საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft   Office   Word,  Microsoft  Office   Excel)  და Internet   Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

გ)  შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია

გ.ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;

გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

გ.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“

გ.ე) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ”;

გ.ვ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი გამგეობის დებულება;

გ.ზ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება;


მუხლი 3. დამატებითი  მოთხოვნები გამგეობის საჯარო მოხელეთათვის
1. გამგეობის საჯარო მოხელეს დამატებით მოეთხოვება:

ა) გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების მეორე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო სპეციალური ან ტექნიკური განათლება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი,  თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.   

  ბ) გამგებლის თანაშემწის  თანამდებობის დასაკავებლად,    გარდა ამ დადგენილების მეორე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  არანაკლებ საშუალო სპეციალური ან  ტექნიკური განათლება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

 გ) სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების მეორე მუხლით დადგენილი   მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო სპეციალური ან ტექნიკური განათლება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების მეორე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო განათლება მაინც, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.