დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340010.35.114.016246 |
5
04/02/2015
ვებგვერდი, 09/02/2015
010340010.35.114.016246
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
|
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №37 დადგენილებაში (სსმ, 30. 09. 2014 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,გ) სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების მეორე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო სპეციალური ან ტექნიკური განათლება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების მეორე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო განათლება მაინც, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.”. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები