ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუშისა და გამგებლის წარმომადგენელთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუშისა და გამგებლის წარმომადგენელთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 03/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016216
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
35
24/09/2014
ვებგვერდი, 30/09/2014
010250000.35.114.016216
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუშისა და გამგებლის წარმომადგენელთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/2014 - 28/09/2018)

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №35

2014 წლის 24 სექტემბერი

დ. ჩოხატაური

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუშისა და გამგებლის წარმომადგენელთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილების შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების  ბეჭდის ნიმუში დანართი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23-ის შესაბამისად;
მუხლი 2
ბეჭედზე ამოტვიფრულ იქნას:

ა) მუნიციპალიტეტის დასახელება;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება;

გ) მუნიციპალიტეტის გერბი;

დ) სექტორის ამღნიშვნელი ციფრი საჯარო რეესტრის შესაბამისად.

მუხლი 3
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესი დანართი 24-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე



დანართი 1

 

 


დანართი 2

 

 


დანართი 3

 

 


დანართი №4

 

 


დანართი 5

 

 


დანართი 6

 

 


დანართი 7

 

 


დანართი 8

 

 


დანართი 9

 

 


დანართი 10

 

 


დანართი 11

 

 


დანართი 12

 

 


ანართი 13

 

 


დანართი 14

 

 


დანართი 15

 

 


დანართი 16

 

 



დანართი 17

 

 



დანართი 18

 

 


დანართი 19

 

 



დანართი 20

.

დანართი 21

 

 



დანართი 22

 

 



დანართი 23

 

 



დანართი №24
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი ადგენს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა (შემდგომში წარმომადგენელი) მიერ ბეჭდის გამოყენების სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

მუხლი 2. წარმომადგენლის  ბეჭედი და ხელმოწერა

1. წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ბეჭედი, რომლის ნიმუშს ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

2. წარმომადგენლის ბეჭედი უნდა დაისვას შესრულებული მოქმედების დასამოწმებლად. ბეჭედი ისმება ხელმოწერასთან ისე, რომ მისი ნაწილი ფარავდეს ხელმოწერის მცირე ნაწილს მაინც. თუ დოკუმენტი შედგება ერთზე მეტი ფურცლისგან, ბეჭედი დაისმება ისე, რომ მან მოიცვას ყველა ფურცელი. შესრულებულ მოქმედებას წარმომადგენლის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე არ აქვს იურიდიული ძალა. წარმომადგენლის ბეჭედი დაისმება წარმომადგენელის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე: ცნობა, აქტი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიან ქაღალდებზე.

3. წარმომადგენელი ვალდებულია გულმოდგინედ შეინახოს ბეჭედი. აკრძალულია ბეჭდის გადაცემა სხვა პირისათვის. ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში წარმომადგენელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.