ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუშისა და მერის წარმომადგენელთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუშისა და მერის წარმომადგენელთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 03/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016404
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25
28/09/2018
ვებგვერდი, 03/10/2018
010250000.35.114.016404
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუშისა და მერის წარმომადგენელთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/10/2018 - 26/12/2018)

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2018 წლის 28 სექტემბერი

დაბა ჩოხატაური

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუშისა და მერის წარმომადგენელთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილების შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების  ბეჭდის ნიმუში დანართი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ბეჭედზე ამოტვიფრულ იქნეს:

ა) მუნიციპალიტეტის დასახელება;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება;

გ) მუნიციპალიტეტის გერბი;

დ) სექტორის აღმნიშვნელი ციფრი საჯარო რეესტრის შესაბამისად.

მუხლი 3
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესი დანართი 24-ის შესაბამისად.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუშისა და გამგებლის წარმომადგენელთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №35 დადგენილება.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე