“მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №02 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

“მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №02 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 22/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016008
03
22/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
290160000.60.072.016008
“მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №02 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №03

2014 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №02 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„მზღვეველის ფინანსური  ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №02 ბრძანებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.1. დანართი №1, ფორმა №1-ის – ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (საბალანსო უწყისი) – აქტივები, სტრიქონი 00090-ში შევიდეს ცვლილება, დაემატოს სიტყვა „წმინდა“ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

1.2. დანართი №1, ფორმა №1-ის ფორმა №1–5-ში „გაცემული სესხები“ და ფორმა №2-ის ფორმა №2–7-ში „სხვა საოპერაციო შემოსავალი (ხარჯი)“  შევიდეს ცვლილებები  და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

1.3. დანართი №1, ფორმა №6 (CF) ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი (პირდაპირი მეთოდი) სტრიქონი 8-ში შევიდეს ცვლილება „ფულადი ნაკადების შემოდინება ფინანსური საქმიანობიდან“ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

1.4. ამ ბრძანების პირველი მუხლის  1.1, 1.2 და 1.3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებები და დამატებები დამტკიცდეს თანდართული რედაქციით, დანართი №1-ის მიხედვით.

1.5. დანართი №2-ის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  51-ე პუნქტი:

„51. ფინანსური ანგარიშგების ფორმა №1–5-ში გაცემული სესხების გაუფასურების რეზერვების დათვლის წესი:

51.1. რეზერვების დათვლის ბაზას წარმოადგენს მზღვეველის მიერ გაცემული ყველა ტიპის სესხი, გარდა მეკავშირე და შვილობილ კომპანიებზე გაცემულისა. 

დარეზერვებას ექვემდებარება:

ა) სესხების უზრუნველყოფილი ოდენობა (მოკლევადიანი, 365 და 365 დღეზე ნაკლები ვადით)

ა.ა) სესხების უზრუნველყოფილი ნარჩენი ძირი თანხის 2%. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან ერთ წლამდე პერიოდში 20%, ერთ წელზე მეტი პერიოდის გასვლისას 100%;

ა.ბ) უზრუნველყოფილი დარიცხული პროცენტის  0%. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან ერთ წლამდე პერიოდში 20%, ერთ წელზე მეტი პერიოდის გასვლისას 100%.

ბ) სესხების უზრუნველყოფილი ოდენობა  (გრძელვადიანი) მიმდინარე წილი

ბ.ა) სესხების უზრუნველყოფილი ნარჩენი ძირი  თანხის 5%. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან ერთ წლამდე პერიოდში 30%, ერთ წელზე მეტი პერიოდის გასვლისას 100%;

ბ.ბ) უზრუნველყოფილი დარიცხული პროცენტის  0%. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან ერთ წლამდე პერიოდში 30%, ერთ წელზე მეტი პერიოდის გასვლისას 100%.

გ) სესხების უზრუნველყოფილი ოდენობა (გრძელვადიანი, 365 დღეზე მეტი ვადით)

გ.ა) სესხების უზრუნველყოფილი ნარჩენი ძირი  თანხის 5%. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან ერთ წლამდე პერიოდში 20%, ერთ წელზე მეტი პერიოდის გასვლისას 100%;

გ.ბ) უზრუნველყოფილი დარიცხული პროცენტის  0%. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან ერთ წლამდე პერიოდში 20%, ერთ წელზე მეტი პერიოდის გასვლისას 100%.

დ) სესხების არაუზრუნველყოფილი ოდენობა (მოკლევადიანი)

დ.ა) სესხების არაუზრუნველყოფილი ნარჩენი ძირი  თანხის 5%. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას 100%;

დ.ბ) არაუზრუნველყოფილი დარიცხული  პროცენტის  100%.

ე) სესხების არაუზრუნველყოფილი ოდენობა  (გრძელვადიანი) მიმდინარე წილი

ე.ა) სესხების არაუზრუნველყოფილი ნარჩენი ძირი  თანხის 10%.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას 100%.

ე.ბ) არაუზრუნველყოფილი დარიცხული პროცენტის  100%.

ვ) სესხების არაუზრუნველყოფილი ოდენობა (გრძელვადიანი)

ვ.ა) სესხების არაუზრუნველყოფილი ნარჩენი ძირი  თანხის 10%.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას 100%.

ვ.ბ) უზრუნველყოფილი დარიცხული პროცენტის  100%.

ზ) სუბორდინირებული სესხები

ზ.ა) სუბორდინირებული სესხების ნარჩენი ძირი  თანხის 10%.

ზ.ბ) სუბორდინირებულ სესხებზე დარიცხული პროცენტის  100%.

51.2. სესხის  ხელშეკრულების პროლონგაცია ან სესხის რესტრუქტურიზაცია იწვევს სესხის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული სარგებლის 100 % დარეზერვებას.

51.3. სესხების უზრუნველყოფილი ოდენობა (ამ პუნქტის მიზნებისთვის იგულისხმება მზღვეველი, როგორც პირველი რიგის კრედიტორი) იანგარიშება:

ა) სესხების უზრუნველყოფილი ნარჩენი ძირი თანხის ოდენობა:

ა.ა) უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი – უზრუნველყოფის საგნად არსებული საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 70%, არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირი თანხისა. ამასთან, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია სესხის გაცემის პერიოდში შეფასების დოკუმენტი;

ა.ბ) ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი –  უზრუნველყოფის საგნად არსებული საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდების (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო და სხვა ვალდებულებები) და საქართველოს ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების და ნებისმიერი იურიდიული პირის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების, რომლებიც კოტირებს საერთაშორისო ბირჟაზე და რომლის რეიტინგი არის A ან A-ზე მეტი,  ოდენობის 90%, არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირი თანხისა;

ა.გ) ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი – სესხის უზრუნველყოფის საგნად არსებული ფულადი სახსრების ოდენობის 100%, არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირი თანხისა.

ბ) სესხების უზრუნველყოფილი დარიცხული პროცენტის  ოდენობა:

ბ.ა) უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი – უზრუნველყოფის საგნად  არსებული საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 70%-ს გამოკლებული სესხების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ნარჩენი ძირი თანხის ოდენობა,  არაუმეტეს სესხზე დარიცხული პროცენტისა;

ბ.ბ) ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი – უზრუნველყოფის საგნად არსებული საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდების (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო და სხვა ვალდებულებები), საქართველოს ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების და ნებისმიერი იურიდიული პირის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების, რომლებიც კოტირებს საერთაშორისო ბირჟაზე და რომლის რეიტინგი არის A ან A-ზე მეტი, ოდენობის 90%-ს გამოკლებული სესხების ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი ნარჩენი  ძირი თანხის  ოდენობა,  არაუმეტეს სესხზე დარიცხული პროცენტისა;

ბ.გ) ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი – უზრუნველყოფის საგნად  არსებული  ფულადი სახსრების ოდენობის 100%-ს გამოკლებული სესხების ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ნარჩენი ძირი თანხის  ოდენობა,   არაუმეტეს სესხზე დარიცხული პროცენტისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამსახურის უფროსილაშა ნიკოლაძე