დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 787 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.22.034.016371 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/10/2014 - 27/02/2025)
|
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესი
|
| მუხლი 1 |
1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის (შემდგომში – მოთხოვნა) შედგენისა და გაგზავნის წესს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სისტემაში.
2. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის განსხვავებულ წესს ითვალისწინებს. |
| მუხლი 2 |
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა–ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, მოთხოვნა შეიძლება შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მოთხოვნის შემდგენი პირის საკონტაქტო დეტალებს; ბ) საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის დებულებებს; გ) ინფორმაციის გადაცემის სასურველ ფორმას; დ) შესაბამისი პირისთვის დასასმელი კითხვების ჩამონათვალს. |
| მუხლი 3 |
1. ad hoc გადაწყვეტილებას ან ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან მინისტრის მოადგილე სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში.
2. გაგზავნის მიზნით მოთხოვნისა და მასზე პასუხის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირები არიან: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; დ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე; ე) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე; სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის IV მთავარი სამმართველოს (საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი) უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, მეკავშირე ოფიცერი, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე; ვ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე; ზ) სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე; თ) სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე; ი) სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე; კ) სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე; ლ) სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსის მოადგილე; მ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსის მოადგილე;
|
| მუხლი 4 |
1. მიღებული მოთხოვნის საფუძველზე ან სპონტანური თანამშრომლობის ფარგლებში სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებისას საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურისთვის სამინისტროში არსებული ინფორმაციის გადაცემა განხორციელდეს სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის თანხმობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკურ დეპარტამენტს. 3. სამინისტროს დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაცია სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გადამოწმებულ იქნეს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში (დეპარტამენტი),ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ასევე – ანტიკორუფციულ სააგენტოში (დეპარტამენტი), სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში (დეპარტამენტი) ან/და საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროში. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტზე.
|
| მუხლი 5 |
1. მოთხოვნა ან მასზე პასუხი იგზავნება კურიერის მეშვეობით, ფოსტით, ფაქსით ან/და ელექტრონული ფოსტით, ან დიპლომატიური არხებით, „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. თუ მოთხოვნა ან მასზე პასუხი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, ის იგზავნება კურიერის მეშვეობით, ფაქსით ან/და სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით, ან დიპლომატიური არხებით, „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 3. თუ მოთხოვნა ან მასზე პასუხი შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ის იგზავნება დიპლომატიური არხებით, კრიპტოგრაფიული სისტემებით ან/და შიფრებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი საშუალებებით, საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ განსაზღვრული საშუალებებით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები